საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nა-2771-შ-70-2016 1 აგვისტო, 2016 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – "ვ-ი"
განცხადების ავტორის მოთხოვნა - მინსკის ოლქის, ლოგოის რაიონის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2016 წლის 21 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეცა "ვ-ის" განცხადება, რომლითაც ის ითხოვს მინსკის ოლქის, ლოგოის რაიონის 2007 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას. განმცხადებლის განმარტებით, დასახელებული გადაწყვეტილებით, მოქალაქე ვ. მ-ის ძე კ-ს დაეკისრა თავისი შვილის, 19.. წლის 14 ივნისს დაბადებული, მ. ვ-ის ასული კ-ას სწავლის ხარჯების გადახდა. განცხადებას თან ერთვის 2016 წლის 30 ივნისს გაცემული ცნობა მ. კ-ას სწავლის ხარჯების შესახებ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოარკვია, რომ შუამდგომლობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმოდგენილია "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, რის გამოც შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტთან და კონვერტთან ერთად (სულ 3 ფურცლად) უნდა გადაეგზავნოს, დასახელებული მუხლის მიხედვით, კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შემდგომი რეაგირებისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. "ვ-ის" განცხადება თანდართულ დოკუმენტთან და კონვერტთან ერთად (სულ 3 ფურცლად) გადაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი