საქმე №ა-2533-შ-52-2015 7 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ.-სა და ა. კ.-ს შორის 2009 წლის 29 აპრილს ქ.თესსალონიკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ე. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ივნისს, მხარეთა მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო. ამასთან, ე. გ.-ის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ ე. გ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ე. გ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. გ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ.-სა და ა. კ.-ს შორის 2009 წლის 29 აპრილს ქ.თესსალონიკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ივნისს და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია საბერძნეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ ე. გ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
ე. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ.-სა და ა. კ.-ს შორის 2009 წლის 29 აპრილს ქ.თესსალონიკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე