Facebook Twitter

საქმე №ა-2822-შ-58-2015 7 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. დ. კ. ბ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ. ო. მ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. დ. კ. ბ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. მ. ო. მ.-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ. კ. ბ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის სოფელ გაჩაღანში მცხოვრებ ე. მ. ო. მ.-ს არასრულწლოვანი შვილის – 2008 წლის 19 ნოემბერს დაბადებული ე.-ის სარჩენად ა. დ. კ. ბ.-ას სასარგებლოდ გადახდილი ალიმენტის ოდენობა გაზრდილ იქნა და ყოველთვიურად ბავშვის სარჩენად დაეკისრა 150 მანათის გადახდა 2014 წლის 13 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ა. დ. კ. ბ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ე. მ. ო. მ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 13 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. ე. მ. ო. მ.-ს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. დ. კ. ბ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის სოფელ გაჩაღანში მცხოვრებ ე. მ. ო. მ.-ს არასრულწლოვანი შვილის – 2008 წლის 19 ნოემბერს დაბადებული ე.-ის სარჩენად ა. დ. კ. ბ.-ას სასარგებლოდ გადახდილი ალიმენტის ოდენობა გაზრდილ იქნა და ყოველთვიურად ბავშვის სარჩენად დაეკისრა 150 მანათის გადახდა 2014 წლის 13 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

ა. დ. კ. ბ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ე. მ. ო. მ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 13 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. ე. მ. ო. მ.-ს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ. კ. ბ.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბეილაგანის რაიონულის სასამართლოს 2014 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. დ. კ. ბ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს რესპუბლიკის მარნეულის რაიონის სოფელ გაჩაღანში მცხოვრებ ე. მ. ო. მ.-ს არასრულწლოვანი შვილის – 2008 წლის 19 ნოემბერს დაბადებული ე.-ის სარჩენად ა. დ. კ. ბ.-ას სასარგებლოდ გადახდილი ალიმენტის ოდენობა გაზრდილ იქნა და ყოველთვიურად ბავშვის სარჩენად დაეკისრა 150 მანათის გადახდა 2014 წლის 13 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე