Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი,

№ა-2092-შ-53-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით კ-სა და ი. ა-ას შორის შეწყდა ქორწინება.

2. 06.06.2016 წელს ჯ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 26 აპრილს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით ჯ-ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

5. მოწინააღმდეგე მხარის - ი. ა-ას მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია განცხადება, სადაც იგი განმარტავს, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ჯ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით კახა მამალაძესა და ი. ა-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ზემოხსენებული მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება მხარეებს - კ-სა და ი. ა-ას შორის;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი