29 ივლისი, 2016 წელი
№ას-483-464-2016 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ი-ი, ნ. თ-ია, ზ. მ-ლი, მ. მ-ლი, ა. მ-ი, ზ. კ-ძე, კ. ქ-ლი, რ. ა-ე, ც. ა-ძე, მ. კ-ი, ვ. ა-ვი, ი. ს-ე, თ. შ-ლი, ბ. ჭ-ლი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. შ-ძე, გ. ლ-ი, მბა „...“-ის თავმჯდომარე მ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი-მა, ნ. თ-იამ, ზ. მ-ლმა, მ. მ-ლმა, ა. მ-მა, ზ. კ-ძემ, კ. ქ-ლმა, რ. ა-ემ, ც. ა-ძემ, მ. კ-მა, ვ. ა-ვმა, ი. ს-ემ, თ. შ-ლმა, და ბ. ჭ-ლმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ჯ. შ-ძის, გ. ლ-ის და მბა „...-ის“ თვმჯდომარე მ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს:
ა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2008 წლის 18 აპრილის N5 კრების ოქმის (რომლის საფუძველზეც ჯ. შ-ძეს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ფ-ის ქ.N...-ში მისი ბინის #23-ის ზემოთ მდებარე სხვენის ფართი 113.90 კვ.მ.) ბათილად ცნობა;
ბ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2010 წლის 15 მარტის N4 კრების ოქმის (რომლის საფუძველზეც გ. ლ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ფ-ის ქ.N...-ში მდებარე სხვენი 104.03 კვ.მ.) ბათილად ცნობა;
გ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების 2013 წლის 18 ნოემბრის N11 კრების ოქმის (რომლის საფუძველზეც ჯ. შ-ძეს მიეცა თანხმობა კუთვნილი სხვენის რეკონსტრუქციისა და სართულის მოწყობის თაობაზე) ბათილად ცნობა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა.
6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის დავის საგნის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ასევე 2013 წლის 18 ნოემბრის #11 კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
7. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
8. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორებს გაუგრძლდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
9. 2016 წლის 20 ივლისს კასატორების წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით საკასაციო პალატას და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძლება 10 დღით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ კასატორების უმეტესობა გასულია ქალაქიდან და ვერ შეძლო მათ სათანადო ინფორმირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ხოლო 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით გაუგრძლდათ ხარვეზის შევსების ვადა.
13. 2016 წლის 20 ივლისს კასატორების წარმომადგენელმა კვლავ მომართა სასამართლოს ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, კასატორებს უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა, დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივაც არ ყოფილა აღმოფხვრილი. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია ორი თვე, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
17. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების წარმომადგენელ ი. კ-ის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. ი-ის, ნ. თ-იას, ზ. მ-ლის, მ. მ-ლის, ა. მ-ის, ზ. კ-ძის, კ. ქ-ლის, რ. ა-ის, ც. ა-ძის, მ. კ-ის, ვ. ა-ვის, ი. ს-ის, თ. შ-ლის და ბ. ჭ-ლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე