Facebook Twitter

საქმე №ას-625-597-2016 29 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – იბა ,,თ-ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა ,,თ-ის’’-ის, ნ. ჯ-ის, ფ. კ-ის, მ. ხ-ის, გ. მ-ის, ბ. გ-ის, ა. ყ-ის, ნ. ჯ-ის, ტ. ძ-ის, ბ. ნ-ისა და ც. მ-ის მიმართ და მოითხოვა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. 2014 წლის 7 ივლისს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამხანაგობა „თ-ის“-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისი, თ-ის ქ. #7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19 და უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, თ-ის ქ. #7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-დან იბა „თ-ის“-ის საკუთრებაში არსებულ წილზე (ს/კ. .....) ყადაღის დადება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე იბა „თ-ის“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, თ-ის ქ. #7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19 საკადასტრო კოდი: #... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა იბა „თ-ის“-მ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ნოემბრის განჩინებით იბა „თ-ის“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განჩინებით იბა „თ-ის“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განჩინებით იბა „თ-ის“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე იბა „თ-ის“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, თ-ის ქ. #7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19 (საკადასტრო კოდი #.....) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და მოპასუხე იბა „თ-ის“-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე, ქ. თბილისი, თ-ის ქ. #7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19 საკადასტრო კოდი #... ბლოკი #..., .... სართული - ბინა #.... (დუპლექსი) 150.73 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. საქალაქო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-მა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინება.

11. 2015 წლის 21 აგვისტოს დ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იბა „თ-ის“-ისათვის ქ. თბილისში, თ-ის ქ. #7, 9, 11, 1ა, 16, 18, 19 (საკადასტრო კოდი #...) ბლოკი მე-..., ....სართული, ბ. #...-ში (დუპლექსი)150.73 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

13. 2015 წლის 14 სექტემბერს დ. მ-მა განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის განჩინების ჩასწორება იმგვარად, რომ იბა „თ-ის“-ს აეკრძალოს ქ. თბილისში, თ-ის ქ. #7, 9, 11, 1ა, 16, 18, 19 (საკადასტრო კოდი #....) ბლოკი ...., ....სართული, ბინა 131-ში (დუპლექსი) 150.73 კვ. მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

14. 2015 წლის 12 ოქტომბერს დ. მ-მა კვლავ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იბა „თ-ის“-ისათვის ქ. თბილისში, თ-ის ქ. #7, 9, 11, 1ა, 16, 18, 19 (საკადასტრო კოდი #.....) ბლოკი ...., ...... სართული, ბინა 209 (დუპლექსი) 150.73 კვ.მ ფართის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე შემდეგი დასაბუთებით:

16. მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, თ-ის ქ. №7,9,11,1ა,16,18,19-ში მდებარე ბ.№....-ზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად დატვირთული არ არის. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ იბა ,,თ-ის’’-ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფართების განაწილების დოკუმენტში ბინა №...დაფიქსირებულია ბლოკი №....-ში, მესაკუთრის სახელი და გვარი კი მითითებული არ არის.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომლის მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებაც ვერ წარადგინა განმცხადებელმა, მიზანშეწონილი არ იყო.

18. საქალაქო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-მა.

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით დ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და დ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; იბა ,,თ-ის’’-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, თ-ის ქ. №7,9,11,1ა,16,18,19 ს/კ ..... ბლოკი ....., ..... სართული, ბინა №.....-ში (დუპლექსი) მდებარე 150.73 კვ.მ. ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობა საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის თაობაზე და მიუთითა საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის 2016 წლის 11 აპრილს გაცემულ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, თ-ის ქ. №7,9,11,1ა,16,18,19 ს/კ ..... ბლოკი ...., .... სართული, ბინა №... (დუპლექსი) ფართი 150.73 კვ.მ. იბა ,,თ-ის’’-ს ფართების განაწილების დოკუმენტის საფუძველზე ირიცხება ამ უკანასკნელის სახელზე.

22. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიზანია გაირკვეს მოპასუხის სანივთო უფლებები უძრავ ნივთზე, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფის საგნის იდენტიფიცირება. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ნორმაში უთითებს როგორც ცნობას საჯარო რეესტრიდან, ასევე შესაბამის დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე დართულ დოკუმენტზე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე, რომლითაც დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, თ-ის ქ. # 7, 9, 11, 1ა, 16, 18, 19, საკადასტრო კოდი: #......, ბლოკი ...., ..... სართული, ბ. #...., საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით ქ. თბილისის მერიის არქიტექურისა და პერპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ის“-ის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფართების განაწილების დოკუმენტში ბინა #...დაფიქსირებულია ბლოკ #...-ში და წარმოადგენს იბა ,,თ-ის’’-ის საკუთრებას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

24. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მართალია პალატამ განიხილა დ. მ-ის საჩივარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე, რომლის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სწორედ პალატამ გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, რაც ექცეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადების განხილვისა და გასაჩივრების რეჟიმში.

25. საპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა იბა ,,თ-ის’’ თავმჯდომარემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

26. საჩივრის ავტორის აზრით, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვინაიდან ... ბლოკში მდებარე ბინა #.... არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ საკუთრებაში, ნიშნავს იმას, რომ იგი ამხანაგობის საკუთრებაა. აღნიშნული ბინა წარმოადგენს ინვესტორ შპს „ც-ის“ მიერ სამშენებლო სახსრების მოსაზიდად გასხვისებულ ბინას და ის ფორმალურად ირიცხება ამხანაგობის საკუთრებად, ვინაიდან ამხანაგობას აკრძალული აქვს ბინების რეგისტრაცია ინდივიდუალურ საკუთრებაში 2014 წლის 2 აპრილიდან.

27. საჩივრის ავტორის განცხადებით ბინა #... ..... სართული (85,01 კვ.მ. შეიძინა მ. ბ-ემ, ხოლო .... სართული (65,72 კვ.მ) ნ. ფ-ემ. აღნიშნული ბინის შეძენის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და თანხის გადახდის ქვითრები კი, საჩივრის ავტორის განმარტებით, გამოთხოვილია პროკურატურიდან და წარედგინება სასამართლოს უახლოეს მომავალში. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბინა #..... არის მ. ბ-ისა და ნ. ფ-ის მიერ განხორციელებული ფინანსური შენატანებით შეძენილი და იგი უნდა გადაეცეს მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში.

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით იბა ,,თ-ის’’-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და იბა ,,თ-ის’’-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

30. დადგენილია, რომ საჩივრით სადავოდაა გამხდარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინება აღნიშნული განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ.

31. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:

32. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამავე განჩინებით მხარეებს განესაზღვრათ 5 დღის ვადა საჩივრის წარსადგენად (იხ. ს.ფ. 387-389).

33. აღნიშნულ განჩინებაზე დ. მ-მა წარადგინა საჩივარი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 390-392; 420-423).

34. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით დ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და დ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; იბა ,,თ-ის’’-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, თ-ის ქ. №7,9,11,1ა,16,18,19 ს/კ ... ბლოკი ..., ....სართული, ბინა №...-ში (დუპლექსი) მდებარე 150.73 კვ.მ. ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. ს.ფ. 483-489).

35. ამავე განჩინებით მხარეებს განესაზღვრათ 5 დღის ვადა განჩინების გასაჩივრებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა იმგვარად, რომ ვინაიდან პალატამ გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე, აღნიშნული განჩინება ექცეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონიძიების თაობაზე განცხადების განხილვისა და გასაჩივრების რეჟიმში.

36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

37. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2016 წლის 25 აპრილის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

38. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს იბა ,,თ-ის’’-ის საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. იბა ,,თ-ის’’-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე