საქმე №ა-570-შ-9-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ა. ა. ს. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ. ო. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა. ს. კ-ის სარჩელი. გაუქმდა ა. მ. ო. ი-სა და ა. ა. ს. კ-ის შორის 2005 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №345. ა. მ. ო. ი-ს ა. ა. ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – გ. ა. კ-ი ი-ის, დაბადებული 2002 წლის 3 აგვისტოს და ა. ა. ო. ი-ის, დაბადებული 2005 წლის 6 მარტს, რჩენის მიზნით, თითოეულის მიმართ ყოველთვიურად 103 (ასსამი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით, 2014 წლის 29 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. მ. ო. ი-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა – 10 (ათი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
ა. ა. ს. კ-იმ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების რჩენის თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით ა. ა. ს. კ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ა. მ. ო. ი-ს გაეგზავნა რამდენჯერმე 2016 წლის 14 მარტს, 21 მარტს და 30 ივნისს და ჩაბარდა 2016 წლის 1 ივლისს ა. მ. ო. ი-ის მამას მ. ი-ს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ა. ა. ს. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა. ს. კ-ის სარჩელი. გაუქმდა ა. მ. ო. ი-სა და ა. ა. ს. კ-ის შორის 2005 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №345. ა. მ. ო. ი-ს ა. ა. ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – გ. ა. კ-ი ი-ის, დაბადებული 2002 წლის 3 აგვისტოს და ა. ა. ო. ი-ის, დაბადებული 2005 წლის 6 მარტს, რჩენის მიზნით, თითოეულის მიმართ ყოველთვიურად 103 (ასსამი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით, 2014 წლის 29 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. მ. ო. ი-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა – 10 (ათი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ა. ს. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც: დაკმაყოფილდა ა. ა. ს. კ-ის სარჩელი. გაუქმდა ა. მ. ო. ი-სა და ა. ა. ს. კ-ის შორის 2005 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №345. ა. მ. ო. ი-ს ა. ა. ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – გ. ა. კ-ი ი-ის, დაბადებული 2002 წლის 3 აგვისტოს და ა. ა. ო. ი-ის, დაბადებული 2005 წლის 6 მარტს, რჩენის მიზნით, თითოეულის მიმართ ყოველთვიურად 103 (ასსამი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით, 2014 წლის 29 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. მ. ო. ი-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა – 10 (ათი) აზერბაიჯანული მანათის ოდენობით.3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე