საქმე №ა-2157-შ-54-2016 3 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ჟ.-ი
წარმომადგენელი – თ. პ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჟ.-სა და ო. კ.-ს შორის 2010 წლის 30 აპრილს შარლოტენბურგ-ველმერსდორფის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ...) შეწყდა.
თ. ჟ.-ის წარმომადგენელმა თ. პ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 20 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ჟ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით თ. ჟ.-ის წარმომადგენელ თ. პ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ჟ.-ის წარმომადგენელ თ. პ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჟ.-სა და ო. კ.-ს შორის 2010 წლის 30 აპრილს შარლოტენბურგ-ველმერსდორფის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 20 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ჟ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
თ. ჟ.-ის წარმომადგენელმა თ. პ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჟ.-ის წარმომადგენელ თ. პ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შონებერგის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჟ.-სა და ო. კ.-ს შორის 2010 წლის 30 აპრილს შარლოტენბურგ-ველმერსდორფის მმაჩის განყოფილების უფროსის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ...) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური