Facebook Twitter

18 ოქტომბერი, 2016 წელი

ა-2454-შ-62-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ.შ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (# 13F 136/15) მეუღლეთა - მ.ჯ.სა და ა.კ.შ–ს შორის 2012 წლის 12 მაისს გაფორმებული ქორწინება შეწყდა.

2. მ.ჯ.მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 ივნისს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით მ.ჯ–ს შუამდგომლობა გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინების ასლი და მ.ჯ–ს შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ორჯერ გაეგზავნა ა.კ.შ–ს. შპს ,,...“-ს ადმინისტრატორის მიერ შედგენილი აქტებით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილები ა.კ.შ–ს ვერ ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6.საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (# 13F 136/15) შეწყვეტილ იქნა ქორწინება მ.ჯ–სა და ა. კ. შ–ს შორის.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამდენად, გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (# 13F 136/15), რომლითაც ქორწინება შეწყდა და საქორწინო კავშირი გაუქმდა, მხარეებს – მ.ჯ.სა და ა.კ.შ–ს შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს

ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჯ.ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ზინციგის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (# 13F 136/15), რომლითაც შეწყდა ქორწინება და გაუქმდა საქორწინო კავშირი, მხარეებს – მ.ჯ.სა და ა. კ. შ–ს შორის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი