Facebook Twitter

საქმე №ა-3111-შ-81-2016 19 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ლ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ.-სა და დ. ლ.-ს შორის 2011 წლის 26 თებერვალს დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №...) შეწყდა.

მ. მ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 23 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებიდან დასტურდება, რომ მ. მ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ.-სა და დ. ლ.-ს შორის 2011 წლის 26 თებერვალს დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №2246/2011) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 23 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ მ. მ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბეზიგჰაიმის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ.-სა და დ. ლ.-ს შორის 2011 წლის 26 თებერვალს დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური