Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nა-2935-შ-74-2016 15 სექტემბერი, 2016 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლო

განცხადების ავტორის მოთხოვნა - ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის დადგენილების შპს „ნ- “-ისა და შპს "B-"-ისათვის გადაცემა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შესასრულებლად გადმოუგზავნა შუამდგომლობა ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის დადგენილების შპს „ნ- “-ისა და შპს "B-"-ისათვის გადაცემის თაობაზე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოარკვია, რომ შუამდგომლობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმოდგენილია "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, რის გამოც შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (სულ 4 ფურცლად) უნდა გადაეგზავნოს, დასახელებული მუხლისა და "საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ" 1996 წლის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მიხედვით, კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შემდგომი რეაგირებისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ" 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-5 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზაპოროჟიეს ოლქის სამეურნეო სასამართლოს განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (სულ 4 ფურცლად) გადაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი