Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-648-619-2016 1 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი შპს „მ-ის“ წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა შპს „მ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „მ-ს“ კერძო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შპს „მ-ის“ წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 17 აგვისტოს.

2016 წლის 18 აგვისტოს უზენაეს სასამართლოს, ფოსტის მეშვეობით, განცხადებით მომართა სპს „მ-ის“ წარმომადგენელმა და იშუამდგომლა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 831-ე მუხლისა, კერძო საჩივრის გამოხმობის საფუძველზე.

s a m o t i v a c i o n a w i l i:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების შესაბამისად უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით. ამავე კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ-მა“, თუმცა მოგვიანებით მისი გამოხმობა და განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ შუამდგომლობა კერძო საჩივრის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

s a r e z o l u c i o n a w i l i:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 831-ე, 275-ე, 372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად, კერძო საჩივრის გამოხმობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი