Facebook Twitter

საქმე №ა-3266-შ-87-2016 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ა.-ე

წარმომადგენელი – ს. გ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბ.-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით 1994 წლის 22 ოქტომბერს ქ.ბათუმში ა. ა.-ესა და ქ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ა. ა.-ის წარმომადგენელმა ს. გ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული მარტოხელობის სტატუსის აფიდავიტის შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არის.

შუამდგომლობაზე დართული ა. ა.-ის პასპორტით დასტურდება, რომ ამჟამად იგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ა.-ის წარმომადგენელ ს. გ.-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ა.-ის წარმომადგენელ ს. გ.-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით 1994 წლის 22 ოქტომბერს ქ.ბათუმში ა. ა.-ესა და ქ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული მარტოხელობის სტატუსის აფიდავიტის შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ამჟამად საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მაგრამ ქორწინებისას იგი საქართველოს მოქალაქე იყო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა.-ის წარმომადგენელ ს. გ.-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქლეის საოლქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც 1994 წლის 22 ოქტომბერს ქ.ბათუმში ა. ა.-ესა და ქ. ბ.-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური