31 ოქტომბერი, 2016 წელი
№ვ-602-ა-11-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
ა ღ წ ე რ ილ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, კვების კომბინატ „მ-ის“ შრომითი კოლექტივის წევრების: ა. ზ–ეს, ბ. ბ–ეს, ი.ა–ის, ა.ლ–ის და ლ.ძ–ას (შემდეგში მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები ან შრომითი კოლექტივის წევრები) სარჩელი თბილისის მერიის, სს „თ.ს–ის“, სს „მ. პ–სა“ და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინააღმდეგ სს „თ. ს–სა“ და სს „მ.პ–ოს“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული 2001 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
4. საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შრომითი კოლექტივის წევრებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ივლისის განჩინებით, შრომითი კოლექტივის წევრთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინება.
6. 2016 წლის 25 აგვისტოს, თ.კ–ემ (შემდეგში საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადებისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
7. სკს-ს შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2016 წლის 19 ოქტომბერს.
8. აღნიშნული ხარვეზი მხარემ არ შეავსო. მან 2016 წლის 21 ოქტომბრის განცხადებით, მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრის უკან გათხოვის მოთხოვნით.
სამოტივაციო ნაწილი:
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
12. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
13. კანონის აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნა საჩივრის გახმობასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 831 , 275 მუხლებით და
დაადგინა:
1. თ.კ–ის განცხადება საჩივრის გახმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. თ.კ–ეს დაუბრუნდეს საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად 184 ფურცლად;
3. თ.კ–ის საჩივარი დარჩეს განუხილველად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა