Facebook Twitter

საქმე №ა-2733-შ-68-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (განაჩენით) რ. შ-სა და ნ. შ-ს შორის 2012 წლის 15 სექტემბერს დონაუს კრემსის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული №151/2015 ქორწინება გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. შ-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანითა და სხვა მასალებით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2016 წლის 2 თებერვლიდან შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.3. ნ. შ-ი საქართველოს მოქალაქეა.

3.4. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ განქორწინება იყო მხარეთა ორმხრივი ნება და მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია ამ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ. შ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. შ-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (განაჩენით) რ. შ-სა და ნ. შ-ს შორის 2012 წლის 15 სექტემბერს დონაუს კრემსის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული №151/2015 ქორწინება გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. შ-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანითა და სხვა მასალებით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2016 წლის 2 თებერვლიდან შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.3. ნ. შ-ი საქართველოს მოქალაქეა.

3.4. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ განქორწინება იყო მხარეთა ორმხრივი ნება და მას არავითარი პრეტენზია არ გააჩნია ამ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩენი) რომლითაც რ. შ-სა და ნ. შ-ს შორის 2012 წლის 15 სექტემბერს დონაუს კრემსის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული №151/2015 ქორწინება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. შ-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის, იოზეფსტადტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩენი) რომლითაც რ. შ-სა და ნ. შ-ს შორის 2012 წლის 15 სექტემბერს დონაუს კრემსის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული №151/2015 ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე