საქმე №ა-2203-შ-55-2016 16 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ზ-ის
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ისა და ზ. ზ-ის 2012 წლის 10 სექტემბრის შეთანხმება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დამტკიცდა, შესაბამისად, მხარეთა შორის 2008 წლის 4 ნოემბერს საქართველოში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. კ-მა და მოითხოვა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა შემდეგი:
3.1. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა;
3.2. გადაწყვეტილების თანახმად, მხარეები ინფორმირებული იყვნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით;
3.3. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 15 აპრილს (იხ. მოხსენება გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, სასამართლო მოხელის ცნობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა).
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. კ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ისა და ზ. ზ-ისის 2012 წლის 10 სექტემბრის შეთანხმება ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დამტკიცდა, შესაბამისად, მხარეთა შორის 2008 წლის 4 ნოემბერს საქართველოში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. კ-მა და მოითხოვა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა შემდეგი:
3.1. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა;
3.2. გადაწყვეტილების თანახმად, მხარეები ინფორმირებული იყვნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით;
3.3. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 15 აპრილს (იხ. მოხსენება გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, სასამართლო მოხელის ცნობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა).
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-სა და ზ. ზ-ის შორის 2008 წლის 4 ნოემბერს საქართველოში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-სა და ზ. ზ-ის შორს 2008 წლის 4 ნოემბერს საქართველოში, მთაწმინდა-კრწანისის რიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორინება შეწყდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე