Facebook Twitter

№ა-3360-შ-91-2016 15 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. შ. ძე გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ს. ასული ს-უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით:

- ფ. შ. ძე გ-ი და ო. ს. ასული ს-უ განქორწინდნენ, ამავდროულად, ისინი შეთანხმდნენ არასრულწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხზე.

2. 2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. დადგენილია, რომ საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. შ. ძე გ-ი და ო. ს. ასული ს-უ განქორწინდნენ.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

6. ამდენად, საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. შ. ძე გ-ი და ო. ს. ასული ს-უ განქორწინდნენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. შ. ძე გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. შ. ძე გ-ი და ო. ს. ასული ს-უ განქორწინდნენ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი