Facebook Twitter

საქმე №ას-464-438-2014 12 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

სხდომის მდივანი _ გიორგი შალამბერიძე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ი. ხ-ია

2. შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

წარმომადგენელი _ ი. ფ-ე (გენერალური დირექტორი), თ. ყ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-იმ“ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სს „ს-ისთვის“ განმცხადებლის სასარგებლოდ 253 459,39 ლარის, ასევე, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება. განმცხადებელი თავის მოთხოვნას აფუძნებდა მხარეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 31 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 16 ნოემბერს გამოცემულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა.

სს „ს-ის“ პროტესტის საფუძველზე, შპს „ა-ის“ მიერ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.

სს „ს-იმ“ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ა-ის“ მიმართ ზედმეტად გადახდილი 142 649 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

შპს „ა-იმ“ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს-ის“ მოსარჩელე შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 253 459,39 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-იმ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „ა-ის“ სასარგებლოდ აპელანტისათვის 253 459,39 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ა-ს“ უარი ეთქვა სს „ა-ისათვის“ 253 459,39 ლარის დაკისრებაზე, ხოლო სააპელაციო საჩვარი იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი მოითხოვდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და შპს „ა-ისათვის“ 142 649 ლარის დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს „ს-ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სს „ს-ი“, ხოლო, 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად. მოგვიანებით შეიცვალა საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობა და წინამდებარე საქმე განსახილველად გადაეცა ჯერ მოსამართლე პ.ქათამაძეს, ხოლო შემდგომ _მოსამართლე ბ.ალავიძეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა შპს „ა-ა“.

საკასაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები და თვლის, რომ მათი შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ის“, ასევე, შპს „ა-ას“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქმის არსებითად განხილვამდე საკასაციო სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილების თაობაზე. მორიგების აქტის თანახმად:

„ერთი მხრივ, შპს „ა-ა“ (შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე ს/#...) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის, ი. ფ-ის (პ/#) სახით („მოსარჩელე“) და, მეორე მხრივ, სს „ს-ი“ (სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე ს/#...) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის, გ. გ-ის (პ/#...) სახით („მოპასუხე“) (ორივე ერთად კი „მხარეებად“ მოხსენიებული), ვაფორმებთ წინამდებარე მორიგების აქტს, კერძოდ:

1. მხარეები ვთანხმდებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე (#ას-464-438-2014), რომლის ფარგლებშიც, როგორც მოსარჩელეს, ისე _ მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს საკასაციო საჩივარი, დასრულებულ იქნას მორიგებით, შემდეგი პირობებით:

1.1. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ (სადავო თანხა) შეადგენს 253 459,39 (ორას ორმოცდათორმეტი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, საიდანაც მხარეები ადასტურებენ, რომ თანხის ნაწილი სს „ს-ის“ მიერ შპს „ა-ისათვის“ უკვე გადახდილია, კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა-ისათვის“ უკვე გადარიცხულ იქნა 53 000,00 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი, ხოლო, 2013 წლის 7 ნოემბერს კი _ 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, სადავო თანხის დარჩენილი ნაწილის, კერძოდ, 150 459,39 (ას ორმოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, სს „ს-ი“ გადაუხდის შპს „ა-ას“ 9 (ცხრა) თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით:

1. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.10.2016წ.

2. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.11.2016წ.

3. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.12.2016წ.

4. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.01.2017წ.

5. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.02.2017წ.

6. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.03.2017წ.

7. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.04.2017წ.

8. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 19.05.2017წ.

9. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.06.2017წ.

1.2. მოპასუხე, თავის მხრივ, უარს აცხადებს საკასაციო მოთხოვნაზე.

1.3. ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული გადახდის მიზნებისათვის შპს „ა-ას“ საბანკო ანგარიშია: სს „ს-ი“; ბ.კ. ...22; ა.ა. GE ....

2. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის ნებისმიერი ფორმით დარღვევის ან ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ 1.1. პუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის რომელიმე ტრანში ვადაგადაცილებული იქნება 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი ვადით), მორიგება ჩაითვლება დარღვეულად და მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული მთლიანი თანხის (კერძოდ, 150 459,39 ლარი) მორიგების დარღვევის მომენტში დარჩენილი გადაუხდელი ნაწილის ფარგლებში.

3. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად“.

2016 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, მხარეებმა საკასაციო სასამართლოს შეთავაზების შესაბამისად, მხარი დაუჭირეს მორიგების შემდეგ დაზუსტებულ პირობებს:

ა) ვინაიდან შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ მოთხოვნა სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ის“ მიმართ (სადავო თანხა) შეადგენს 253 459,39 (ორას ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, საიდანაც მხარეები ადასტურებენ, რომ თანხის ნაწილი სს „ს-ის“ მიერ შპს „ა-ისათვის“ უკვე გადახდილია, კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა-ისათვის“ გადარიცხულ იქნა 53 000,00 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი, ხოლო 2013 წლის 7 ნოემბერს კი _ 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, სადავო თანხის დარჩენილ ნაწილს _ 150 459,39 (ას ორმოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, სს „ს-ი“ გადაუხდის შპს „ა-ას“ 9 (ცხრა) თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით:

1. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.10.2016წ.

2. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.11.2016წ.

3. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.12.2016წ.

4. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.01.2017წ.

5. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.02.2017წ.

6. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.03.2017წ.

7. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.04.2017წ.

8. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 19.05.2017წ.

9. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.06.2017წ;

ბ) ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული გადახდის მიზნებისათვის შპს „ა-ას“ საბანკო ანგარიშია: სს „ს-ი“; ბ.კ. ...22; ა.ა. GE 49BG0000000610088800;

გ) მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის ნებისმიერი ფორმით დარღვევის ან ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის რომელიმე ტრანში ვადაგადაცილებული იქნება 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი ვადით), მორიგება ჩაითვლება დარღვეულად და მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მთლიანი თანხის (კერძოდ, 150 459,39 ლარი) მორიგების დარღვევის მომენტში დარჩენილი გადაუხდელი ნაწილის ფარგლებში;

დ) მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

საკასაციო პალატამ შეამოწმა დაზუსტებულ მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევას, რომ მათ სრულად უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-სა“ და შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ შორის შემდეგი პირობებით:

ა) ვინაიდან შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ მოთხოვნა სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ის“ მიმართ (სადავო თანხა) შეადგენს 253 459,39 (ორას ორმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთერი) ლარს, საიდანაც მხარეები ადასტურებენ, რომ თანხის ნაწილი სს „ს-ის“ მიერ შპს „ა-ისათვის“ უკვე გადახდილია, კერძოდ, 2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა-ისათვის“ გადარიცხულ იქნა 53 000,00 (ორმოცდაცამეტი ათასი) ლარი, ხოლო 2013 წლის 7 ნოემბერს კი _ 50 000,00 (ორმოცდაათი ათასი) ლარი, სადავო თანხის დარჩენილ ნაწილს _ 150 459,39 (ას ორმოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს, სს „ს-ი“ გადაუხდის შპს „ა-ას“ 9 (ცხრა) თვის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით:

1. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.10.2016წ.

2. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.11.2016წ.

3. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.12.2016წ.

4. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.01.2017წ.

5. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.02.2017წ.

6. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.03.2017წ.

7. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.04.2017წ.

8. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 19.05.2017წ.

9. 16 717,71 (თექვსმეტი ათას შვიდას შვიდმეტი ლარი და 71 თეთრი) ლარი _ 20.06.2017წ;

ბ) ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული გადახდის მიზნებისათვის შპს „ა-ას“ საბანკო ანგარიშია: სს „ს-ი“; ბ.კ. ...22; ა.ა. GE ...;

გ) მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის ნებისმიერი ფორმით დარღვევის ან ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის რომელიმე ტრანში ვადაგადაცილებული იქნება 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი ვადით), მორიგება ჩაითვლება დარღვეულად და მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად. იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ მორიგების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მთლიანი თანხის (კერძოდ, 150 459,39 ლარი) მორიგების დარღვევის მომენტში დარჩენლი გადაუხდელი ნაწილის ფარგლებში;

დ) მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „ა-ის“ (უფლებამონაცვლე _ შპს „ა-ა“) სარჩელის გამო სს „ს-ის“ (უფლებამონაცვლე _ სს „ს-ი“) მიმართ 253 459,39 ლარის დაკისრების, ასევე, სს ს-ის“ (უფლებამონაცვლე _ სს „ს-ი“) შეგებებული სარჩელის გამო, შპს „ა-ის“ (უფლებამონაცვლე _ შპს „ა-ა“) მიმართ 142 649 ლარის დაკისრების თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

6. კასატორ სს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სს „ს-ის“ მიერ 30.04.2014წ. #... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 7 132,45 ლარი.

7. კასატორ შპს „ა-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ა-ის“ მიერ 13.05.2014წ. #... ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 7 522,97 ლარი.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური