Facebook Twitter

№ა-1983-შ-48-2016 5 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. დ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხე ლ. დ-ს მოსარჩელე გ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ვალის - 5 500 მანათის და ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 მანათის ანაზღაურება.

2. გ. ა-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 25 იანვარს, ამასთან, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. გარდა ამისა, გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარე, ლ. დ-ი დროულად და სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით გ. ა-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

5. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა წინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრს, მეუღლეს, შ. დ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხე ლ. დ-ს მოსარჩელე გ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ვალის - 5 500 მანათის და ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 მანათის ანაზღაურება.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

10. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ლ. დ-ს მოსარჩელე გ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ვალის - 5 500 მანათის და ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 მანათის ანაზღაურება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს ნარიმანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ლ. დ-ს მოსარჩელე გ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ვალის - 5 500 მანათის და ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 მანათის ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი