Facebook Twitter

საქმე №ა-3361-შ-92-2016 16 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ვ.-ი

წარმომადგენელი – შ. ქ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ვ.-სა და მ. რ.-ს შორის 2014 წლის 14 თებერვალს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერი №...) შეწყდა.

გ. ვ.-ის წარმომადგენელმა შ. ქ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შვედეთის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 14 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პასპორტიდან და რწმუნებულებიდან დასტურდება, რომ გ. ვ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გ. ვ.-ის შუამდგომლობა შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ. ვ.-ის შუამდგომლობა შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ვ.-სა და მ. რ.-ს შორის 2014 წლის 14 თებერვალს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერი №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 14 თებერვალს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია შვედეთის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ გ. ვ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ვ.-ის შუამდგომლობა შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შვედეთის ქ.სოლლენტუნის ატუნდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ვ.-სა და მ. რ.-ს შორის 2014 წლის 14 თებერვალს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერი №...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური