საქმე №ა-3580-შ-97-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. რ.-ი
წარმომადგენელი – ი. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ.-ი-რ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. რ.-სა და მ. ჩ.-ი-რ.-ს შორის 2014 წლის 16 აპრილს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ნ. რ.-ის წარმომადგენელმა ი. გ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია საფრანგეთის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. რ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ნ. რ.-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. რ.-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენი., რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. რ.-სა და მ. ჩ.-ი-რ.-ს შორის 2014 წლის 16 აპრილს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია საფრანგეთის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. რ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. რ.-ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის რესპუბლიკის ნევერის უზენაესი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. რ.-სა და მ. ჩ.-ი-რ.-ს შორის 2014 წლის 16 აპრილს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური