Facebook Twitter

საქმე №ა-4183-შ-117-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ნ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ.-

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ესა და ე. ბ.-ს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დანიაში, ლოგუმკლოსტერში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა.

ი. ნ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შვიდა 2011 წლის 13 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ი. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

ი. ნ.-ემ ასევე წარმოადგინა ე. ბ.-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, რომ გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ი. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ესა და ე. ბ.-ს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დანიაში, ლოგუმკლოსტერში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შვიდა 2011 წლის 13 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ი. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ლინდაუს (ბოდენზეე) პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ნ.-ესა და ე. ბ.-ს შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დანიაში, ლოგუმკლოსტერში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური