Facebook Twitter

საქმე №ას-1071-1030-2016 29 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თ.-ი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის განცხადება თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე გ. გ.-ის სარჩელის გამო მოპასუხეების – გ. ქ.-ისა და თ. რობაროვსკის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თ.-ში, ვ.-, მე-.. მ.რ-ის, №.. კორპუსში მდებარე ბინა №.. (48.08კვ.მ ფართი, ს/კ №...) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე გ. გ.-ეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ.-ემ, თ. რ.-იმ და მოითხოვეს მის გაუქმება.

თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გ. ქ.-ემ, თ. რ.-იმ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის აღდგენა.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდგე გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინების სასამართლო სხდომაზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორები. ასეთ შემთხვევაში კასატორები ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2016 წლის 27 ოქტომბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ.

დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2016 წლის 28 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ნოემბერს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2016 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

2016 წლის 21 ნოემბერს გ. ქ.-ემ, თ. რ.-იმ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის აღდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 65-ე, 284-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ქ.-ისა და თ. რ.-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი