Facebook Twitter

№ა-2491-შ-63-2016 20 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – 1. უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ო; 2. ვ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით:

- ვ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გ. ხ-ს ვ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მათი ქალიშვილის - ე. ხ-ის (დაბადებულის 2--- წლის --- სექტემბერს) სარჩენად ალიმენტის - 1 500 გრივნის გადახდა, ყოველთვიურად, 2012 წლის 8 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

- გ. ხ-ს სახელმწიფო სასამართლო მოსაკრებლის შემოსავალში დაეკისრა 243 გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა.

2. უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ომ და ვ. დ-მა შუამდგომლობებით მომართეს საქართველოს უზენაეს ს-ოს და მოითხოვეს შესაბამის ნაწილებში ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი ს-ოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. შუმდგომლობები, თანდართული მასალებით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - გ. ხ-ს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ერთ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ.თ-ი, ი-ის ---, ბინა --- და მეორე შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი ს-ოს მიერ მოძიებულ მისამართზე – ქ.თ-ი, ი-ის ---, ბინა --- (http://voters.cec.gov.ge/). მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ: სასამართლო გზავნილი ხსენებულ მისამართზე კურიერმა ორჯერ მიიტანა, თუმცა იქ არავინ იყო; ამასთან, მეორედ გაგზავნისას, მართალია, სახლში არავინ იყო, მაგრამ კურიერმა ადრესატს შეტყობინება დაუტოვა, შემდეგ განმეორებითაც მივიდა, რასაც შედეგი კვლავ არ მოჰყოლია.

5. ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესმა ს-ომ, 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რ-ის შინაგან საქმეთა სამმართველოს დაავალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გ. ხ-ისათვის (მისამართი: ქ.თ-ი, ი-ის ---, ბინა ---; ალტერნატიული მისამართი: ქ.თ-ი, ი-ის ---, ბინა ---) ჩაებარებინა ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოსა და ვ. დ-ის შუამდგომლობების, მათზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობათა წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი ს-ოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინების ასლები; მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

6. 2016 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ო.შ-მ წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს ს-ოს, სადაც აღნიშნა, რომ გ. ხ-ს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან თ-ში, ი.ი-ის ქ.#----ში მდებარე #--- და #--- ბინები დაკეტილია, კორპუსის მაცხოვრებლებმა ზეპირი გასაუბრებისას მას განუმარტეს, რომ ბინის მეპატრონეს არ იცნობენ, კორპუსში ადრე ცხოვრობდა გ. ხ-ი, მაგრამ ამ დროისათვის მისი მისამართი არ იციან.

7. საქართველოს უზენაესი ს-ოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ამავე ს-ოს ვებგვერდზე მოწინააღმდეგე მხარის - გ. ხ-ის მიმართ გავრცელდა საჯარო შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება როგორც უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს, ასევე, ვ. დ-ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის ს-ოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ; ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ვადა - მითითებული შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღე - ხსენებული შუამდგომლობების თაობაზე მოსაზრების წარსადგენად, მასვე განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილებოდა. გარდა ამისა, გ. ხ-ს განემარტა, რომ მოცემული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.

8. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოში რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია, სასამართლო გზავნილი კი, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის დანაწესიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო ს-ო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმეზე დადგენილია, რომ უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით:

- ვ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გ. ხ-ს ვ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მათი ქალიშვილის - ე. ხ-ის (დაბადებულის 2--- წლის --- სექტემბერს) სარჩენად ალიმენტის - 1 500 გრივნის გადახდა, ყოველთვიურად, 2012 წლის 8 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

- გ. ხ-ს სახელმწიფო ს-ო მოსაკრებლის შემოსავალში დაეკისრა 243 გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა.

11. ამავდროულად, შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, ამასთან, იგი უ-ის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და აღსრულებას ექვემდებარება, ხოლო უშუალოდ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე, გ. ხ-ი იყო ინფორმირებული უ-ის სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის ს-ოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი ს-ო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ ს-ო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო ს-ო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

13. ამდენად, უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

14. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოსა და ვ. დ-ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უ-ის ქ.დ-ის ი-ი რ-ის ს-ოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც:

- ვ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გ. ხ-ს ვ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მათი ქალიშვილის - ე. ხ-ის (დაბადებულის 2--- წლის --- სექტემბერს) სარჩენად ალიმენტის - 1 500 გრივნის გადახდა, ყოველთვიურად, 2012 წლის 8 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

- გ. ხ-ს სახელმწიფო სასამართლო მოსაკრებლის შემოსავალში დაეკისრა 243 გრივნისა და 60 კაპიკის გადახდა.

3. საკასაციო ს-ოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი