Facebook Twitter

№ა-4159-შ-116-2016 20 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – პ. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის კარლსრუეს დურლახის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის კარლსრუეს დურლახის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით:

- 2006 წლის 17 ივლისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული ქორწინება ნ. შ-ისა და პ. შ-ის შორის (ქორწინების რეგისტრაცია #---) აღიარებულ იქნა განქორწინებულად.

2. ნ. შ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასა და მოპასუხეს შორის განქორწინების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის კარლსრუეს დურლახის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით:

- 2006 წლის 17 ივლისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული ქორწინება ნ. შ-ისა და პ. შ-ის შორის (ქორწინების რეგისტრაცია #---) აღიარებულ იქნა განქორწინებულად.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე მხარე, პ. შ-ი, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კარლსრუეს დურლახის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 2006 წლის 17 ივლისს კარლსრუეს მმაჩის ბიუროს ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული ქორწინება ნ. შ-ისა და პ. შ-ის შორის (ქორწინების რეგისტრაცია #---) აღიარებულ იქნა განქორწინებულად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი