Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-3926-შ-109-2016 29 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ჩ-უ

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ს-ს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება N1853/2014

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის N1853/2014 გადაწყვეტილებით შეწყდა ქ. თბილისში 1997 წლის 26 მარტს, რეგისტრირებული ქორწინება, ნ. ჩ-უსა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და პ. ს-ოსს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

2. განმცხადებლის წარმომადგენელმა ი-ამ, 2016 წლის 3 ნოემბერს, წარმოადგინა შუამდგომლობა საკუთარი მარწმუნებლის სახელით და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის N1853/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.

5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით, ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით, საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთად მიმართეს მეუღლეებმა, ამასთან, 2014 წლის 6 მაისს მათ წერილობით განაცხადეს უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, ქ. ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის N1853/2014 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. ჩ-უსა და პ. ს-ოსს შორის ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე