Facebook Twitter

საქმე №ა-3073-შ-77-2016 5 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სარჩელზე ძირითადი ვალის _ 4 520 აშშ დოლარის ამოღების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ამავე გადაწყვეტილებით 2015 წლის 27 აგვისტოს #437-15 კონტრაქტის საფუძველზე შპს „G.-ს“, ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 60 490.57 აშშ დოლარის, ხოლო, რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახდელის სახით 2 161.75 აშშ დოლარის (ეკვივალენტი 42 941 099 ბელორუსული რუბლი ბელარუსის რესპუბლიკის სახალხო ბანკის 16.01.2016 წლის კურსით) გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-მა“ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების _ 60 490,57 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (იხ. ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება შუამდგომლობის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ).

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების, მასზე დართული დოკუმენტებისა და მათი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. შპს „G.-ი“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით (გამოხმაურება) შპს „G.-მა“ მის დაუსწრებლად მოითხოვა საქმის განხილვა;

3.2. ზემოხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 7 ივნისს;

3.3. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო განყოფილების ცნობის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საქმის წარმოება არ აღძრულა;

3.4. შპს „G.-ი“ რეგისტრირეულია საქართველოში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (პირველად გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარდა, საფოსტო შეტყობინების თანახმად, ორგანიზაციის ბუღალტერმა ფოსტალიონს სატელეფონო საუბრისას უარი განუცხადა ჩაბარებაზე; განმეორებით გაგზავნილი შეტყობინების პასუხად სასამართლოში დაბრულებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ადმინისტრაციამ განაცხადა უარი კორესპონდენციის ჩაბარებაზე. საკასაციო პალატამ 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება დაავალა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, რომლის პასუხადაც სასამართლოში წარმოდგენილი ოქმებით დასტურდება, რომ საწარმოს დირექტორის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა კორესპონდენცია არ ჩაიბარა იმ მოტივით, რომ არ იცის, სად იმყოფება ადრესატი, ორგანიზაციის იურიდიული მისამართის მიხედვით, ასევე ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება, ვინაიდან შპს „G.-ი“ არ ფუნქციონირებს, ხოლო მოიჯარის განმარტებით, დირექტორი ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო ორი წელია ამ მისამართზე არ გამოჩენილა (იხ. საქმის მასალები)), აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა კანონის ძალით და სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ, ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ შუამდგომლობა შპს „G.-ისათვის“ დავალიანების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის, მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სარჩელზე ძირითადი ვალის _ 4 520 აშშ დოლარის ამოღების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ამავე გადაწყვეტილებით 2015 წლის 27 აგვისტოს #437-15 კონტრაქტის საფუძველზე შპს „G.-ს“, ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 60 490.57 აშშ დოლარის, ხოლო, რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახდელის სახით 2 161.75 აშშ დოლარის (ეკვივალენტი 42 941 099 ბელორუსული რუბლი ბელარუსის რესპუბლიკის სახალხო ბანკის 16.01.2016 წლის კურსით) გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-მა“ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების _ 60 490,57 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების, მასზე დართული დოკუმენტებისა და მათი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. შპს „G.-ი“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით (გამოხმაურება) შპს „G.-მა“ მის დაუსწრებლად მოითხოვა საქმის განხილვა;

3.2. ზემოხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 7 ივნისს;

3.3. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო განყოფილების ცნობის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საქმის წარმოება არ აღძრულა;

3.4. შპს „G.-ი“ რეგისტრირებულია საქართველოში.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება შპს „G.-ისათვის“, ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სასარგებლოდ, 60 490,57 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „G.-ს“ ღია სააქციო საზოგადოება ქაღალდის ქარხანა „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 60 490,57 აშშ დოლარის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე