Facebook Twitter

20 დეკემბერი, 2016 წელი

ა-3236-შ-85-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით (# ....) მეუღლეთა - ვ. და ს.კ–ს შორის 2008 წლის17 სექტემბერს გაფორმებული ქორწინება შეწყდა.

2. ვ.კ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 17 დეკემბერს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ.კ–ს შუამდგომლობა ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინების ასლი და ვ.კ–ს შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ს.კ–ს. შპს ,,სკს“-ს ადმინისტრატორის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი მას 2016 წლის 14 ნოემბერს ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით (# ....) შეწყვეტილ იქნა ქორწინება ვ.კ–სა და ს.კ–ს შორის.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

9. ამდენად, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება (# .....), რომლითაც ქორწინება შეწყდა და საქორწინო კავშირი გაუქმდა, მხარეებს – ვ.კ–სა და ს.კ–ს შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.კ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება (# ...), რომლითაც შეწყდა ქორწინება და გაუქმდა საქორწინო კავშირი, მხარეებს – ვ.კ–სა და ს.კ–ს შორის;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი