Facebook Twitter

საქმე №ას-814-781-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სსამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს რ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს რ-ის’’ მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, იმავდროულად, აღძრა შეგებებული სარჩელი ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების თობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ ფულადი ვალდებულების - 6 144 ლარის მოთხოვნის არარსებობა შპს რ-ის“ წინაშე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-სა“ და შპს ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობიდან გამომდინარე.; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ ფულადი ვალდებულების - ყოველდღიურად ზრდადი პირგასამტეხლოს მოთხოვნის არარსებობა შპს რ-ის“ წინაშე, ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-სა“ და შპს ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე.

4. ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს რ-ს" უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე ხარჯების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა’’. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა შპს რ-მა“.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით შპს რ-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ მიერ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა“.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 4 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ კერძო საჩივარზე დავის საგნის არარსებობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით გაუქმდა რა ამავე კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება, ამით კერძო საჩივრის ავტორის ინტერესი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ნაწილით და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გამო აღარ არსებობდა დავის საგანი, რის გამოც კერძო საჩივარზე უნდა შეწყვეტილიყო წარმოება.

10. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის გამო არსებობდა აღნიშნულ კერძო საჩივარში მითითებული შუამდგომლობის - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2361-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან უდავო წინააღმდეგობის გამო საქმის წარმოების შეჩერების, მოცემული კერძო საჩივრის განხილვის შეჩერებისა და კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე - განუხილველად დატოვების საფუძველიც. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინება არ საჩივრდებოდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

15. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

16. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

17. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. დასახელებული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

18. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შეწყდა წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილ, ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ კერძო საჩივარზე; განუხილველად დარჩა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა კერძო საჩივრის განხილვის შეჩერებისა და კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 419-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს საბოლოოს და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების შეუძლებლობის თაობაზე მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილშიც.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური