საქმე№ა-3298-შ-89-2016 15 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. კ-ის სარჩელი; გაუქმდა რ. კ-ესა და ო. კ-ეს შორის 1987 წლის 30 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1707.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რ. კ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით რ. კ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ო. კ-ეს გაეგზავნა 2016 წლის 21 ოქტომბერს და ჩაბარდა 2016 წლის 31 ოქტომბერს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ რ. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რ. კ-ესა და ო. კ-ეს შორის 1987 წლის 30 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1707.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
რ. კ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის ქ. ზაპოროჟიეს ლენინის რაიონის სასამართლოს 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რ. კ-ესა და ო. კ-ეს შორის 1987 წლის 30 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1707; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე