საქმე№ა-3466-შ-94-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ვ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ი. ბ-სა და ვ. ვ-ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №119791.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ვ. ვ-ს გაეგზავნა 2016 წლის 21 ოქტომბერს და ჩაბარდა 2016 წლის 24 ოქტომბერს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ი. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ი. ბ-სა და ვ. ვ-ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №119791.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ი. ბ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ. გერმერსჰაიმის სამხარეო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ი. ბ-სა და ვ. ვ-ს შორის 2006 წლის 30 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №119791; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე