საქმე№ა-3908-შ-108-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. მ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ. მ. ლ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით გაუქმდა მ. მ. მ. ლ-სა და ნ. მ. ლ-ს შორის 2005 წლის 15 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №3399.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. მ. ლ-მა და მოითხოვა აღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. მ. ლ-ის შუამდგომლობა გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2016 წლის 15 ნოემბერს ნ. მ. ლ-მა წარმოადგინა მ. მ. მ. ლ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თოაბაზე, რომ გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. მ. ლ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით გაუქმდა მ. მ. მ. ლ-სა და ნ. მ. ლ-ს შორის 2005 წლის 15 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №3399.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. მ. ლ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის კიოლნის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა მ. მ. მ. ლ-სა და ნ. მ. ლ-ს შორის 2005 წლის 15 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №3399; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე