საქმე №ა-3742-შ-103-2016 5 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. თ-ი (გ-თ)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. შ. გ-თ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ. თ-ი და ფ. შ. გ-თი განქორწინდნენ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. თ-მა და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ამონაწერით სამოქალაქო რეესტრიდან და ამ დოკუმენტების სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანით დასტურდება, რომ:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და მონაწილეობდენ საქმის განხილვაში;
3.2. მხარეებს თურქეთის რესპუბლიკის, გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 29 მაისს;
3.3. გადაწყვეტილება აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;
3.4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის (გ-თ) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ. თ-ი და ფ. შ. გ-თი განქორწინდნენ;
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. თ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის, გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ამონაწერით სამოქალაქო რეესტრიდან და ამ დოკუმენტების სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანით დასტურდება, რომ:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და მონაწილეობდენ საქმის განხილვაში;
3.2. მხარეებს თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 29 მაისს;
3.3. გადაწყვეტილება აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;
3.4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. თ-ის (გ-თის) შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის გაზიანთეფის მე-4 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. შ. გ-თი და ნ. თ-ი განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე