საქმე №ა-3818-შ-107-2016 5 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. კ-ქ
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ქ-ქ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ქი და შ. ქ-ქი განქორწინდნენ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. კ-ქმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანით დგინდება, რომ:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვაზე, ვინაიდან ერთობლივად მიმართეს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით;
3.2. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 6 მაისს;
3.3. მ. კ-ქის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.4. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ასევე, შუამდგომლობის ავტორის პირადობის მოწმობის თანახმად, მ. კ-ქი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის აღნიშნული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. კ-ქის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ქი და შ. ქ-ქი განქორწინდნენ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. კ-ქმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანით დგინდება, რომ:
3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვაზე, ვინაიდან ერთობლივად მიმართეს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით;
3.2. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 6 მაისს;
3.3. მ. კ-ქის განცხადებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
3.4. თურქეთის რესპუბლიკის, ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ასევე, შუამდგომლობის ავტორის პირადობის მოწმობის თანახმად, მ. კ-ქი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ქის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ანტალიის #8 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ქი და შ. ქ-ქი განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე