№ას-3-3-2017 10 თებერვალი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი (მოპასუხე) – შპს „ს-ი“
მეორე კასატორი (მოპასუხე) – შპს „ა-+“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. რ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
განხილვის საგანი – უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს -ისა“ და შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; შპს „ს-სა“ და შპს „ა-“ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის, 5600 ლარის სოლიდარულად გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 6 თებერვლის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული კასატორებისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან გადასახდელი თანხის ოდენობა - 5600 ლარი, ნაცვლად თანხისა – 2400 ლარი, რაც გამოწვეულია არასწორი მათემატიკური გაანგარიშებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილის 32-ე პუნქტში მიეთითოს, რომ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2400 ლარის ოდენობით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: შპს „ს-სა“ და შპს „ა-“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის, 2400 ლარის სოლიდარულად გადახდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილის 32-ე პუნქტში მიეთითოს, რომ გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან (8000 ლარიდან) კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა 2400 ლარის ოდენობით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: შპს „ს-სა“ და შპს „ა-“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30%-ის, 2400 ლარის სოლიდარულად გადახდა;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი