საქმე №ა-692-შ-20-2017 23 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ტ. ჯ. კ. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილებით ტ. ჯ. კ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, 2011 წლის 12 აგვისტოს დაბადებული მ. ნ. ო. ა-ის რჩენისათვის ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მყარი ფულადი თანხით და დადგინდა ნ. მ. ო. ა-ისათვის ყოველთვიურად 70 მანათის დაკავება მოსარჩელე ტ. ჯ. კ. ა-ას სასარგებლოდ. ალიმენტის დაკავების ვადა აითვალა 2016 წლის 24 აპრილიდან.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ. ჯ. კ. ა-ამ და მოითხოვა ზემოხსენებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
ა) დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე;
გ) დადგენილება არ არის აღსრულებული და ის აღსრულებას სწორედ საქართველოში ექვემდებარება;
დ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით განემარტა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი აზრის გამოთქმის, ასევე, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოთხოვნის უფლების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეს მხარეთა დაუსწრებლად განიხილავდა.
5. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება, ასევე, შუამდგომლობა, თანდართული მასალებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 14 აპრილს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის ქმედუნარინ წევრს, თუმცა, მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს და არც წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ტ. ჯ. კ. ა-ას შუამდგომლობა ნ. ა-ის მიმართ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილებით ტ. ჯ. კ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, 2011 წლის 12 აგვისტოს დაბადებული მ. ნ. ო. ა-ის რჩენისათვის ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მყარი ფულადი თანხით და დადგინდა ნ. მ. ო. ა-ისათვის ყოველთვიურად 70 მანათის დაკავება მოსარჩელე ტ. ჯ. კ. ა-ას სასარგებლოდ. ალიმენტის დაკავების ვადა აითვალა 2016 წლის 24 აპრილიდან.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ. ჯ. კ. ა-ამ და მოითხოვა ზემოხსენებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
ა) დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე;
გ) დადგენილება არ არის აღსრულებული და ის აღსრულებას სწორედ საქართველოში ექვემდებარება;
დ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს მოქალაქეა.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
5. რაც შეეხება მითითებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილება, რომლითაც 2011 წლის 12 აგვისტოს დაბადებული მ. ნ. ო. ა-ის რჩენისათვის ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მყარი ფულადი თანხით და დადგინდა ნ. მ. ო. ა-ისათვის ყოველთვიურად 70 მანათის დაკავება მოსარჩელე ტ. ჯ. კ. ა-ას სასარგებლოდ, ხოლო ალიმენტის დაკავების ვადა აითვალა 2016 წლის 24 აპრილიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ჯ. კ. ა-ას შუამდგომლობა ააზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის აგდჟაბედინსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 26 მაისის დადგენილება, რომლითაც 2011 წლის 12 აგვისტოს დაბადებული მ. ნ. ო. ა-ის რჩენისათვის ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მყარი ფულადი თანხით და დადგინდა ნ. მ. ო. ა-ისათვის ყოველთვიურად 70 მანათის დაკავება მოსარჩელე ტ. ჯ. კ. ა-ას სასარგებლოდ, ხოლო ალიმენტის დაკავების ვადა აითვალა 2016 წლის 24 აპრილიდან.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური