№ა-295-შ-8-2017 23 მარტი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ე. უ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ოსნაბრიუკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ოსნაბრიუკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა მეუღლეებს - ნ. დ-სა და დ. ე. უ-ას შორის, 2012 წლის 11 მაისს, ოსნაბრიუკის მმაჩის თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრში ჩანაწერის ნომერი ---/---).
2. ნ. დ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის ოსნაბრიუკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა მეუღლეებს - ნ. დ-სა და დ. ე. უ-ას შორის, 2012 წლის 11 მაისს, ოსნაბრიუკის მმაჩის თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრში ჩანაწერის ნომერი ---/---).
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე მხარე, დ. ე. უ-ა, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ოსნაბრიუკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა მეუღლეებს - ნ. დ-სა და დ. ე. უ-ას შორის, 2012 წლის 11 მაისს, ოსნაბრიუკის მმაჩის თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრში ჩანაწერის ნომერი ---/---).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი