№ას-466-448-2016 17 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ი.ბ.
განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად; ი.ბ–ს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210 ლარი (გადახდის თარიღები – 2016 წლის 8 ივნისი და 2016 წლის 15 ივნისი, საგადახდო დავალება #); აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.ბ–მა და მოითხოვა საკასაციო პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში არასწორადაა მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 300 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა და 70 თეთრისა, შესაბამისად, არასწორად არის დაანგარიშებული აღნიშნული თანხის 70 პროცენტი, რომელიც მხარეს უკან უნდა დაუბრუნდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო ი.ბ–ის განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორადაა მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 300 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა და 70 თეთრისა, შესაბამისად, არასწორად არის დაანგარიშებული ზემოხსენებული თანხის 70 პროცენტი. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადამხდელად მითითებულია ი.ბ., ნაცვლად ჯ.ბ–ისა, რაც განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებულ წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და მისი გადამხდელის დასახელება უნდა გასწორდეს და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.ბ–ს (პ/#........) დაუბრუნდეს ჯ.ბ–ის (პ/# ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #, გადახდის თარიღები: 08.06.16; 15.06.16 სს "საქართველოს ბანკი"), 300 ლარისა და 70 თეთრის 70% - 210 ლარი და 49 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა;
3. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ი.ბის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ი.ბ–ს (პ/#......) დაუბრუნდეს ჯ.ბ–ის (პ/# ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #, გადახდის თარიღები: 08.06.16; 15.06.16 სს "საქართველოს ბანკი"), 300 ლარისა და 70 თეთრის 70% - 210 ლარი და 49 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება".
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი