საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №010270017900007235
№ა-558-შ-14-2017 26 აპრილი, 2017 წელი, ა-558-შ-14-2017-თიაბაშვილი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ანზორ თიაბაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ინგა გიორგაძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მხარეებს - ინგა გიორგაძესა (შემდეგში მოსარჩელე) და ანზორ თიაბაშვილს (შემდეგში მოპასუხე) შორის.
2. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ აშშ-ის ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ანზორ თიაბაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის ნიუ იორკის ოლქის ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება მხარეებს - ინგა გიორგაძესა და ანზორ თიაბაშვილს შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი