Facebook Twitter

საქმე №ა-81-შ-4-2017 31 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ.-სა და რ. ბ.-ს შორის 2002 წლის 2 აგვისტოს ნოი-ულმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა.

მ. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 31 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. ბ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2017 წლის 28 მარტს მ. ბ.-მა წარმოადგინა რ. ბ.-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა, რომ გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ.-სა და რ. ბ.-ს შორის 2002 წლის 2 აგვისტოს ნოი-ულმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 31 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ მ. ბ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ნოი-ულმის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ.-სა და რ. ბ.-ს შორის 2002 წლის 2 აგვისტოს ნოი-ულმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ჩანაწერი №...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური