Facebook Twitter

საქმე №ა-691-შ-19-2017 7 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჩ.-

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცხოური კერძო სავაჭრო-საწარმოო უნიტარული საწარმოს „ც.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შ. ჩ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სუბსიდიური პასუხისმგებლობის გადახდა 249 991, 65 ბელორუსის რუბლის, მათ შორის მოსაკრებელის – 98 530,03 რუბლის, საურავის –151 281, 62 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 180,00 რუბლის ოდენობით. ასევე შ. ჩ.-ს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 6720 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 ნოემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2017 წლის 16 მარტს შ. ჩ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თუ რას ეხება უცხოური კერძო სავაჭრო-საწარმოო უნიტარული საწარმოს „ც.-ის“ სარჩელი, რის საფუძველზეც მას დაეკისრა სუბსიდიური პასუხისმგებლობა. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უცხოური კერძო სავაჭრო-საწარმოო უნიტარული საწარმოს „ც.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შ. ჩ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სუბსიდიური პასუხისმგებლობის გადახდა 249 991, 65 ბელორუსის რუბლის, მათ შორის მოსაკრებელის – 98 530,03 რუბლის, საურავის –151 281, 62 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის – 180,00 რუბლის ოდენობით. ასევე შ. შ.-ს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარბელოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 6720 ბელარუსის რუბლის გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 ნოემბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.

2017 წლის 16 მარტს შ. ჩ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თუ რას ეხება უცხოური კერძო სავაჭრო-საწარმოო უნიტარული საწარმოს „ც.-ის“ სარჩელი, რის საფუძველზეც მას დაეკისრა სუბსიდიური პასუხისმგებლობა. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შ. ჩ.-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან არ იცოდა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოში იხილებოდა უცხოური კერძო სავაჭრო-საწარმოო უნიტარული საწარმოს „ც.-ის“ სარჩელი, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მისთვის ზემომითითებული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა. ამდენად, მისი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ვერ გახდება ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ჩ.-ს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარბელოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 6720 ბელარუსის რუბლის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე