Facebook Twitter

საქმე №ა-855-შ-23-2017 7 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. ზ. კ. ვ.-ა

წარმომადგენელი – რ. ა. ო. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ. ვ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ზ. კ. ვ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. ზ. კ. ვ.-ასა და ნ. ბ. ვ.-ს შორის 1999 წლის 6 ნოემბერს საბაილის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა (სააქტო ჩანაწერი №..). 2000 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი, 2004 წლის 27 იანვარს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი და 2011 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ნ. ნ. კ. ვ.-ა დარჩნენ დედასთან – ქ. ზ. კ. ვ.-ასთან. ნ. ბ. ვ.-ს ქ. ზ. კ. ვ.-ას სასარგებლოდ ნ. ნ. ო. ვ.-ის, ნ. ნ. ო. ვ.-ისა და ნ. ნ. კ. ვ.-ას სარჩენად 2015 წლის 22 დეკემბრიდან დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 117 მანეთის, სულ 351 მანეთის გადახდა.

ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელმა რ. ა. ო. ა.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 12 ივლისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ზ. კ. ვ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. ზ. კ. ვ.-ასა და ნ. ბ. ვ.-ს შორის 1999 წლის 6 ნოემბერს საბაილის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა (სააქტო ჩანაწერი №..). 2000 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი, 2004 წლის 27 იანვარს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი და 2011 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ნ. ნ. კ. ვ.-ა დარჩნენ დედასთან – ქ. ზ. კ. ვ.-ასთან. ნ. ბ. ვ.-ს ქ. ზ. კ. ვ.-ას სასარგებლოდ ნ. ნ. ო. ვ.-ის, ნ. ნ. ო. ვ.-ისა და ნ. ნ. კ. ვ.-ას სარჩენად 2015 წლის 22 დეკემბრიდან დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 117 მანეთის, სულ 351 მანეთის გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 12 ივლისს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ნ. ბ. ვ.-ი დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

აღნიშნული განჩინება, ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, დარჩენილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

განსახილველ შემთხვევაში ქ. ზ. კ. ვ.-ას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში აღსრულების იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნული შუამდგომლობა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. ქ. ზ. კ. ვ.-ას წარმომადგენელ რ. ა. ო. ა.-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩენილ ნაწილში დაკმაყოფილდეს.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბაილის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2000 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი, 2004 წლის 27 იანვარს დაბადებული ნ. ნ. ო. ვ.-ი და 2011 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ნ. ნ. კ. ვ.-ა დარჩნენ დედასთან – ქ. ზ. კ. ვ.-ასთან. ნ. ბ. ვ.-ს ქ. ზ. კ. ვ.-ას სასარგებლოდ ნ. ნ. ო. ვ.-ის, ნ. ნ. ო. ვ.-ისა და ნ. ნ. კ. ვ.-ას სარჩენად 2015 წლის 22 დეკემბრიდან დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 117 მანეთის, სულ 351 მანეთის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე