საქმე №ას-246-234-2017 24 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. გ.-ი
მოპასუხეები – გ. გ.-ი, ლ. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. გ.-მა, გ. გ.-მა და ლ. გ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „მ.-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ლ. გ.-ის, გ. გ.-ისა და ლ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,მ.-ს” მოსარჩელეების ლ. გ.-ის, გ. გ.-ის და ლ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით 5 519,92 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ,,მ.-ს” დაევალა ქ.თ.--ში მდებარე, მოსარჩელეების ლ. გ.-ის, გ. გ.-ის და ლ. გ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №..., ზედა სართულზე, განთავსებული შპს ,,მ.-ის” საკუთრებაში არსებულ ფართში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინის თავზე მოწყობილი ექვსი სველი წერტილის მოშლა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ოქტომბრის №... ექსპერტზის დასკვნის მომზადების დროისთვის №2, №3, №4, №5, №7 და №8 სასტუმროს ოთახებში განთავსებული სველი წერტილები); მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ,,M.--სთვის“ შპს ,,მ.-თან” ერთად სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების სახით 5 519,92 ლარის გადახდის დაკისრებაზე. ასევე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ,,M.--სთვის“ ხელშეშლის აღკვეთის დავალებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება ქ.თ.--ში მდებარე, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ზედა სართულზე, მოსარჩელეების საცხოვრებელი ბინის თავზე მოწყობილი ექვსი სველი წერტილის (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 ოქტომბრის №... ექსპერტზის დასკვნის მომზადების დროისთვის №2, №3, №4, №5, №7 და №8 სასტუმროს ოთახებში განთავსებული სველი წერტილები) მოშლა დავალების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი). ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 600 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2017 წლის 6 მარტს ლ. გ.-ის წარმომადგენელმა ო.კ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებით ლ. გ.-ის წარმომადგენელ ო.კ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ლ. გ.-ის წარმომადგენელ ო.კ.-ს ჩაბარდა 2017 წლის 9 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილ. სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველ..
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ო.კ.-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 9 მარტს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.208). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლ.დ საკმარისი საფუძველ.. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 10 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 14 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილ. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულ. შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი