Facebook Twitter

საქმე №ას-306-289-2017 27 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ს. მ.-ი, ბ. დ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.-“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის ქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „კ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – შპს „ბ.-ის,“ მ. ძ.-ას, გ. მ.-ის, ვ. ტ.-ის, ნ. ჯ.-ის, ა. ჩ.-ის, ო. გ.-ის, ვ. მ.-ის, გ. ქ.-ის, ი. ყ.-ის, ს. მ.-ისა და ბ. დ.-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „კ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს – გ. მ.-ეს, მ. ძ.-ასა და ვ. ტ.-ეს სს „კ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის –328 372 ლარის, პროცენტის – 159 765,6 ლარისა და პირგასამტეხლოს ერთჯერადად 30 000 ლარის გადახდა. სს „კ.-ს“ უარი ეთქვა მოპასუხეების – გ. მ.-ის, მ. ძ.-ას და ვ. ტ.-ისთვის პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად 133 851, 64 ლარის დაკისრებაზე, ხოლო სარჩელის აღძვრის დღიდან- 2014 წლის 4 ივლისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.05 %-ის დაკისრებაზე. ასევე სს „კ.-ს“ უარი ეთქვა მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეების: შპს „ბ.-ის“, მ. ძ.-ას, გ. ქ.-ის, ი. ყ.-ის (ამხანაგობა მ.-ის წევრები), ნ. ჯ.-ის, ა. ჩ.-ის, ო. გ.-ის, ვ. მ.-ის, ს. მ.-ის და ბ. დ.-ის მიმართ იპოთეკით დატვირთული ქონებების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით სს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ძ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. მ.-ისა და ვ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მოპასუხეებს – გ. მ.-ეს, მ. ძ.-ასა და ვ. ტ.-ეს სს „კ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 10 451, 09 ლარის, პროცენტის – 209,49 ლარისა და პირგასამტეხლოს – 1000 ლარის გადახდა.

დაკისრებულითანხების ამოღების მიზნით მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ნივთების აუქციონზე რეალიზაცია: ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ა. ჩ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 81.39 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ვ. მ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 63.21 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ვ. მ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 60.52 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ბ. დ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 94.42 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ო. გ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 55,67 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ს. მ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 34.48 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ამხანაგობა „მ.-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული 30.22 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-.. სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ნ. ჯ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 60.49 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ქ.თ.-ში, ა.-ის გამზ. №..-ში, მე-..სადარბაზოს, მე-.. სართულზე მდებარე ამხანაგობა „მ.-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული 72.86 კვ.მ ბინა .. (ს/კ ...); ბ.-ის რაიონის, დაბა ბ.-ში, დ.ა.-ის ქუჩაზე მდებარე შპს „ბ.-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ ...)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ.-მა, ბ. დ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით კასატორებს, თითოეულს, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 583 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ს. მ.-ისა და ბ. დ.-ის წარმომადგენელ გ. კ.-ს ჩაბარდა 2017 წლის 16 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ.-ისა და ბ. დ.-ის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ გ. კ.-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 16 მარტს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტები, ტ.4, ს.ფ.77,80). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 17 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ.-ისა და ბ. დ.-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი