საქმე №ას-310-293-2017 7 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ორ უძრავ ნივთზე მხარეთა საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება. მათ შორის ურთიერთობა იმდენად გაუარესებულ., რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა არ აქვს, ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. ამასთან, სადავო ფართს გააჩნიათ საერთო სველი წერტილები და დამხმარე ფართი, რაც ნატურით მის გაყოფას გამორიცხავს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში თანახმაა, გადაუხადოს მოსარჩელეს 5000 აშშ დოლარი და 4000 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლ. სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2017 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
9. სსსკ-ის 70-ე მუხლით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ტექნიკური საშუალებით 2017 წლის 20 იანვარს, რაც დასტურდება მხარის დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
10. სააპელაციო პალატამ შეამოწმა აპელანტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა, ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა უწყების ჩაბარების უფლებამოსილება. შესაბამისად, მხარეს გონივრული დრო მიეცა საქმის განხილვაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან პირადად მონაწილეობისათვის.
11. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
12. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა 2017 წლის 23 იანვარს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ ახერხებს 2017 წლის 24 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. განცხადებას თან ერთვის აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის მიერ 2016 წლის 1 დეკემბერს გაცემული 24-საათიანი ჰოლტერის მონიტორინგის №A 13772/16 ისტორია.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი გაცემულ. სასამართლო სხდომამდე გაცილებით ადრე, 2016 წლის 1 დეკემბერს და არ ასახავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სხდომის დღეს. გარდა ამისა, მასში არ არის კონკრეტული მითითება სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ, თუკი აპელანტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, უფლებამოსილი იყო, საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო მონაწილეობა.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებულ. სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტს არ უცნობებია სასამართლოსთვის 2017 წლის 24 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
16. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის და 276-ე მუხლებიდან, ასევე, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლ.ნია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
18. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლო სხდომის გადადების მიზეზს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად დამატებითი დროის მოპოვება. მხარეები არიან დები და აპელანტს არ სურდა, მამა-პაპისეული ქონება აუქციონზე მცირე ფასად გასხვისებულიყო. ამისათვის იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა საბანკო დაწესებულებასთან, რათა კრედიტის მიღების გზით გამოესყიდა მოსარჩელის წილი თანასაკუთრებიდან და მოხსნილიყო სადავო ქონებაზე დადებული ყადაღა, რამაც ხელი შეუშალა მხარეთა მორიგებას. საქმის გადადების აღნიშნულ მიზეზზე სასამართლოს არ უმსჯელ..
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილ. პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
21. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
22. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლ. გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
23. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
24. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილ., განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 24 იანვარს, 11.00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყებით 2017 წლის 20 იანვარს ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს (ს.ფ. 268). ამასთან, წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმეში არსებული მინდობილობით (ს.ფ. 59). აღნიშნული ფაქტი კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
26. 2017 წლის 23 იანვარს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სულ ცოტა 1 თვით. მხარემ აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ ცხადდებოდა პროცესზე. რაც შეეხება მორიგების პირობებს, მის მიერ ყადაღა ქონებაზე მოიხსნა და მან მიმართა ბანკს სესხის ასაღებად.
27. შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა 2016 წლის 1 დეკემბერს გაცემული 24-საათიანი ჰოლტერის მონიტორინგის ამსახველი ცნობა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
29. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილ., სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულ., სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლ.ნობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში.
30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან მითითებული საფუძვლით საქმის განხილვის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას.
31. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს არ მიუთითებია ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაზე, რომელიც ხელს შეუშლიდა მხარეს, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და საკუთარი საპროცესო ვალდებულებების შესრულების გზით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს და გახდებოდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა.
33. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აპელანტის არგუმენტი, რომ იგი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო.
34. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
35. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილ., მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილ. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
36. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია აპელანტის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა საქმის განხილვაზე გამოცხადებაში ან საკუთარი ინტერესების წარმომადგენლის მეშვეობით დაცვაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.
37. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელ. აპელნტის შუამდგომლობაში ასახულ საქმის განხილვის გადადების არგუმენტზე მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებით.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულება შესაძლებელ. სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მის აღსრულებამდე. შესაბამისად, ამგვარი შესაძლებლობის გამოყენება აპელანტს ჯერაც შეუძლ., თუმცა მხარეთა მორიგებასთან დაკავშირებული ღონიძიებების განხორციელება სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება. აპელანტი უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და მოეთხოვა გონივრული ვადა მორიგებისათვის.
39. აღნიშნული საპროცესო უფლებით აპელანტს არასაპატიო მიზეზით არ უსარგებლ. და თავისი მოვალეობა საქმის განხილვაზე გამოცხადების შესახებ არ შეურულებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ..
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე