Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-898-864-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა და უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდეგში: ა/რ-ის მთავრობა) განცხადება (იხ. ტ.12, ს.ფ. 3-5) და მის სარეზოლუციო ნაწილში აისახა შემდეგი:

1.1. ა/რ-ის მთავრობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში, ცნობილი იქნა აჭარის ა/რ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ და

1.2. მის სასარგებლოდ და მოვალეთა: ნ. დ-ის, ნ. დ-ის, პ-ის, თ. ბ-ისა და ზ.კ–ის საწინააღმდეგოდ გაიცეს სააღსრულებო ფურცლები, რომლის თანახმადაც:

ა.ა.) თ. ბ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 60 452 ლარი;

ა.ბ) თ. ბ-ეს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 31 830 ლარი;

ა.გ) თ. ბ-ეს, ნ. დ--თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1800 ლარი;

ბ.ა) პ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 37 564 ლარი;

ბ.ბ) პ-ეს, ნ. დ-თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 66 547 ლარი;

გ.ა) ნ. დ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 102 ლარი;

გ.ბ) ნ. დ-ეს, თ. ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 31 830 ლარი;

გ.გ) ნ. დ-ეს, ზ. კ-თან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 242 292 ლარი;

დ.ა) ნ. დ-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 991 238 ლარი;

დ.ბ) ნ. დ-ს, პ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 66 547 ლარი;

დ.გ) ნ. დ-ს, თ. ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 800 ლარი;

ე) ზ. კ–ს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ გადახდება 1 242 292 ლარი (იხ. სააპელაციო სასამართლოს 05.09.2016წ. განჩინება, ტ.12, ს.ფ. 98-102).

2. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცლები (იხ. ტ.12, ს.ფ.107-118).

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი (იხ. ტ.12, ს.ფ.133-140) წარმოადგინა ნ. დ-მა (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი, მსჯავრდებული ან მოვალე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული განმცხადებლის მოთხოვნის - უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე - უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

3.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მოვალის კონსტიტუციური უფლება, იდავოს სასამართლო გზით უფლების დაცვაზე, რადგან არა მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის # 1/ბ-172-06 განაჩენით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენაზე იმსჯელა, არამედ გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა უფლებამონაცვლეობა ისეთ ურთიერთობაზე და საკითხებზე, რაზედაც სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მითითებულ განაჩენში არ უსმჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია;

3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულს მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მასვე, აჭარის არ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისრა თანხების გადახდა: ა) 991 238 ლარის; ბ) პ-ესათან ერთად, სოლიდარულად, 66 547 ლარის გ) თ. ბ-ესთან ერთად, სოლიდარულად, 1800 ლარის. საქალაქო სასამართლოს განაჩენი სრულად გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

3.3. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით, კერძოს საჩივრის ავტორის ნაწილში, ქვემდგომი სასამართლოს განაჩენი შეიცვალა სრულად. სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში იკითხება, რომ დამტკიცდა აჭარის არ პროკურატურასა და მსაჯავრდებულს შორის, 2006 წლის 8 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე და შევიდა ცვლილება საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენში;

3.4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განაჩენში არ არის საუბარი და ამ განაჩენით მსჯავრდებულს არ დაკისრებია რაიმე თანხის გადახდა აჭარის არ ტელე-რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის სასარგებლოდ. ამდენად, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა სააღსრულებო ფურცელი მსჯავრდებულის წინააღმდეგ თანხების დაკისრების თაობაზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სააღსრულებო კანონი) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე;

3.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2006 წლის 18 ოქტომბერს, სააღსრულებო ფურცლის კანონის დარღვევით გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2016 წლის 16 ივნისს (სისხლის სამართლის საქმეზე # 1/ბ-172) გაეცა სააღსრულებო ფურცელი იმ საკითხზე, რომელიც განაჩენით არ გადაწყვეტილა;

3.6. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით (საქმე # 2/ბ-765-2016), ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში არ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მთავრობის ცნობის შესახებ (იხ. ამ განჩინების 1.1. ქვეპუნქტი) და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რამდენიმე მოვალის, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორის, წინააღმდეგ, სააღსრულებო ფურცლის გაცემით (იხ. ამ განჩინების 1.2. ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი), ფაქტიურად, ახალი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, რისი უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე;

3.7. დარღვეულია კერძო საჩივრის ავტორის კონსტიტუციური უფლება, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები: „1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ... 3. დაცვის უფლება გარანტირებულია“. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მოთხოვნები, პირველი მუხლი: „საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. 2. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს“, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“ ;

3.8. გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლოში არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში არ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობას. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმაზე, რომ საქმის მასალებში განმცხადებლის მიერ, მტკიცებულების სახით, წარდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც დაგდენილია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღიარებული იქნას ლიკვიდირებული პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულების ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, ე. ფ-ისათვის სარჩოს ოდენობის ხელახლა განსაზღვრის და მისი უვადოდ გაცემის შესახებ“ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის # 57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 13.08.2012წ. ბრძანებით განსაზღვრული შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემაში“.

3.9. კერძო საჩივრის ავტორი, 3.8 ქვეპუნქტში მითითებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ არ-ის მთავრობა მხოლოდ კონკრეტულ ურთიერთობაში იქნა აღიარებული ტელე-რადიო დეპარატამენტის უფლებამონაცვლედ, ასევე, აღნიშნავს, 28.11.2014წ. გადაწყვეტილების (იხ. 3.8. ქვეპუნქტი) 6.2 და 6.4 ქვეპუნქტებით არ-ის მთავრობის მიერ არ განხილულა ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლის საკითხი და არ ყოფილა განსაზღვრული სამართალმემკვიდრე, ე. ფ-ისათვის საწარმოოო ტრავმის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ანაზღაურებისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მხრივ. ამდენად, დასახელებული გადაწყვეტილება კონკრეტული პირისათვის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში ადგენს ლიკვიდირებული დაწესებულების უფლებამონაცვლეობის საკითხს და არა სხვა პასივებისა და აქტივების ნაწილში. დასახელებული გადაწყვეტილება ვერ დაედება საფუძვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ, 2006 წლის 18 ოქტომბერს (იხ. ტ.12, ს.ფ.18-29) გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული აჭარის არ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობას, რადგან ეს უკანასკნელი კრედიტორად არ არის მითითებული.

3.10. სააპელაციო სასამართლომ, 2006 წლის 18 ოქტომბერს, არასწორად გასცა სააღსრულებო ფურცელი, რადგან მასში მითითებული საკითხი თანხის დაკისრების თაობაზე, არ განუხილავს. სააპელაციო სასამართლოს 16.06.2006წ. განაჩენის მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორს ედავებოდნენ 1999-2000 წწ., დანაშაულებრივი გზით, ზიანის მიყენებას ტელე-რადიო დეპარტამენტისათვის. დასახელებულ წლებში, არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელე-რადიო დეპარტამენტი არ არსებობდა, იგი მხოლოდ 05.10.2004წ. # 58 დადგენილებით შეიქმნა, შესაბამისად, არც არის და ვერც იქნებოდა ბათუმის საქალაქო და შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების განაჩენებში (იხ. ამ განჩინების 3.2-3.3 ქვეპუნქტები) დასახელებული დეპარტამენტი მითითებული. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სწორედ ამის გამო არ არის არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტი ნახსენები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ 18.10.2006წ. სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად. სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მოხსენიებული არ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტი, ასევე, არ არის არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის წინამორბედი აჭარის არ-ის ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში მითითებული იქნებოდა არა აჭარის არ-ის ტელე-რადიო დეპარტამენტი, არამედ აჭარის არ-ის ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი;

3.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინებით აჭარის მთავრობა ცნობილი იქნა უფლებამონაცვლედ (იხ. 1.1. ქვეპუნქტი) და მის სასარგებლოდ გაიცა სააღსულებო ფურცელი, სააღსრულებო კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, “სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს”.

3.12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით კერძო საჩივრის ავტორს არ დაკისრებია რაიმე თანხის გადახდა. მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანხის გადახდა დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით (იხ. 1-2 პუნქტები);

3.13. აჭარის მთავრობამ, როგორც განმცხადებელმა, საკუთარი მოთხოვნის (იხ. ტ.12, ს.ფ.4) სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 92-ე მუხლზე, რომელიც საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგენს: „1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. 2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. 3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად. 4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“.

3.14. კერძო საჩივრის ავტორი, მითითებულ დანაწესზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, თუმცა, არა საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ. საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, შეუძლებელია უფლებამონაცვლეობა დადგინდეს, სსსკ-ის 92- ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. მას შემდეგ, როდესაც საქმის წარმოება დამთავრებულია, უფლებამონაცვლის დადგენა უნდა მოხდეს სასარჩელო წარმოების გზით, როგორც ეს მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.11.2014 წ. გადაწყვეტილებით კონკრეტული პირის მიმართ (იხ. ამ განჩინების 3.8 - 3.9 ქვეპუნქტები);

3.15. მთავრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ხანდაზმულობის საკითხზე, რაც სააპელაციო სასამართლოსადმი წარდგენილ მოსაზრებებშიც (იხ. ტ.12, ს.ფ. 65-71) აქვს დაფიქსირებული. მოვალე 2005 წლის 21 ივნისისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 128-ე მუხლზე და სააღსრულებო წარმოებათა კანონის 34.1-ე „ე“ ქვეპუნქტზე უთითებს, რომლითაც დადგენილია, რომ აღსრულება შეწყდება თუ, გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, 07.12.2010წ. ცვლილებამდე რედაქციით, ხოლო შემდეგ შევიდა ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ხანდაზმულობის ვადა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც მოვალეზე ვერ გავრცელდება, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით: „1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. 2. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“, იგივეა მითითებული საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლშიც: „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“;

3.16. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების 2.13 პუნქტში მითითებული მსჯელობა: „ამავდროულად პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 27 სექტემბერს და ამის შესაბამისად, ამ განჩინების გამოტანის დროისათვის, გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის დადგენილი ვადა გასული არ არის“. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლომ გაიზიარა მისი მტკიცება, რომ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა მოთხოვნა ამ მოვალის მიმართ, იარსებებდა აღსასრულებელი მოთხოვნა თუნდაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის საფუძველზე, რაზედაც ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. გასაჩივრებული განჩინების მითითებით იმის თაობაზე, რომ არ იყო გასული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და იგი გადის 2016 წლის 27 სექტემბერს, ცხადი ხდება, თუ რატომ გადმოიტანა არ-ის მთავრობის განცხადების განხილვის თარიღი სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 5 სექტემბერს. მოვალე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოცემული ხანდაზმულობის ვადა გასული იქნება კერძო საჩივრის საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, რაც ერთ-ერთი საფუძველია, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოვალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებად.

4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატაის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი პრეტენზიების ნაწილი დასაბუთებულია.

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში განთავსებულ სასამართლო აქტებზე, რათა განიმარტოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების მხარეთა ვინაობა, კრედიტორის უფლებამონაცვლეობის მართლზომიერებისა და კერძო საჩივრის ავტორის, როგორც მოვალის, წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იურიდიული დასაბუთებულობის საკითხი.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით კერძო საჩივრის ავტორს მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საბოლოოდ, იმხანად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელით, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთით, განისაზღვრა. მსჯავრდებულს, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით. მითითებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულს, აჭარის არ ტელერადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისრა 991 238 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა, პ-ესთან ერთად, სოლიდარულად, 66 547 ლარის, ხოლო თ. ბ-ესთან ერთად, სოლიდარულად, 1800 ლარის გადახდა. (იხ. ტ.10. ს.ფ. 568 – 592, ასევე, ამ განჩინების 3.2. ქვეპუნქტი).

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, დგინდება, რომ აჭარის არ-ის პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს (კერძო საჩივრის ავტორს) შორის 2006 წლის 8 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე, რომლის შესაბამისად ცვლილებები შევიდა საქალაქო სასამართლოს განაჩენში და განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულს, გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (იხ. მე-8 პუნქტი), ჩაეთვალოს პირობით 4 წლის გამოსაცდლი ვადით.

10. მე-9 პუნქტში მითითებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახულია ყველა ის ცვლილება, რომელიც შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.06.2005წ. განაჩენში, მათგან, კერძო საჩივრის ავტორის გამორიცხვით, ზოგიერთი მოვალისათვის დაკისრებული თანხების გადახდის ნაწილშიც, ამდენად, აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, კერძო საჩივრის ავტორისათვის ქვემდგომი სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხები არ შეცვლილა (იხ. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი - ტ.12, ს.ფ 362-365, ასევე, ტ.13, ს.ფ.91-93). საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.09.2016წ. გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომელიც ასახავს, კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებული თანხების გადახდის ვალდებულების ნაწილში, საქალაქო სასამართლოს 21.11.2005წ. განაჩენის უცვლელად დატოვებას (იხ. გასაჩივრებული განჩინება - ტ.12, ს.ფ. 98- 102, 2.2.-2.26 ქვეპუნქტები).

11. წინამდებარე განჩინების 7-10 პუნქტებში განვითარებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები (იხ. 3.3.-3.4, 3.12 ქვეპუნქტები) იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 16.06. 2006წ. განაჩენით მას არანაირი თანხა არ დაკისრებია, დაუსაბუთებელია.

12. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს, რომ 21.11.2005წ. და 16.06.2006წ. განაჩენებით, კერძო საჩივრის ავტორის, როგორც მოვალის, გადახდის ვალდებულება დადგინდა აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კვლევის საკითხია მოვალის პრეტენზია, რომელიც ეხება არ-ის მთავრობის განცხადებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმისწარმოების ეტაპზე, უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე.

13. საქმის მასალების მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების მსჯელობისა და შეფასების საგანი გახდა არ-ის მთავრობის განცხადება (იხ. ტ. 12, ს.ფ. 3-5) უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ.

14. განმცხადებლის სამართლებრივი მოტივაციისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.09.2016წ. განჩინების შეფასებისას, უწინარესად, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 92-ე მუხლის დანაწესზე (იხ. 3.13-ქვეპუნქტი) გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა „წარმოადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობის მარეგულირებელ ნორმას და მისი პირველი ნაწილი სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დასაშვებად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით“ (სუსგ # 683-654-2016, 16.09.2016წ.).

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას (იხ. 3.13-3.14 ქვეპუნქტები) იმის თაობაზე, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მხოლოდ საქმის წარმოების ეტაპზე, ნებისმიერ დროს, თუმცა, არა მისი დასრულების შემდეგ, თუკი, საქმე დამთავრდა, მაშინ სასარჩელო წარმოების გზით უნდა მოხდეს უფლებამონაცვლეობის დადგენა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ინტერპრეტაცია არ გამომდინარეობს სსსკ-ის 92-ე მუხლის დანაწესიდან, მისი პირველი ნაწილის დეფინიციის მიხედვით, უფლებამონაცვლეობის საფუძვლები, რომელიც არ არის ამომწურავად დადგენილი 13.07.2006 წ. # 3435 ცვლილების შეტანის შემდეგ (შდრ. 3.13 ქვეპუნქტში მითითებული რედაქცია ამ ცვლილებამდე არსებულ რეგულაციას, რომელიც შემდეგნაირაიდ იყო ჩამოყალიბებული: „სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე“), დასაშვებად მიიჩნევს ვითარებას, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობის თავდაპირველი სათანადო მხარე, როგორც სუბიქტი, იცვლება სხვა პირით, ასეთი შეცვლა კი ეფუძნება კანონით დადგენილ საფუძვლებს. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალშიც უნდა იყოს დასაშვები, რათა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი დადგეს. „საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლება მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს“ (იხ. სუსგ # ას- 223-215-2012, 03.05.2012წ.).

16. საპროცესო უფლებამონაცვლეობა კი პროცესის ყოველ სტადიაზე დაიშვება და, არა მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე, მათ შორის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდეც. საპროცესო უფლებამონაცვლეობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი წინამორბედის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების ხელმეორედ (განმეორებით) შესრულების მოთხოვნა მას არ შეუძლია, ასევე, თუკი, საპროცესო უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ე.ი. წინამორბედი პირის გარდაცვალებამდე ან იურიდიული პირის რეორგანიზაციამდე, მაშინ უფლებამონაცვლეს არ შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, მაგრამ მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, უფლებამონაცვლეს შეუძლია გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება.

17. საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის საფუძველზე, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა იმავე წლის 27 სექტემბერს, იმავე სასამართლოს მიერ, 2006 წლის 22 ივნისს, გაიცა განკარგულება კერძო საჩივრის ავტორის მიმართ განაჩენის აღსასრულებლად (იხ. ტ.11, ს.ფ. 374), ხოლო 2006 წლის 18 ოქტომბერს გაიცა ორი სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.11, ს.ფ. 402-403; ტ.12, ს.ფ. 6-7) მოვალისათვის ამ განჩინების მე-8 პუნქტში დაკისრებული თანხების, კრედიტორის - აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ - გადახდისა და მოვალის პირადი ქონების, რომელიც წინასწარი გამოძიების მიერ იქნა დაყადაღებული, მეორე კრედიტორის - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საპროცესო კონფისკაციის შესახებ. აჭარის არ-ის სააღსრულებო ბიუროს 26.10.2006წ. გაეგზავნა დასახელებული განკარგულება და სააღსრულებო ფურცლები (იხ. ტ.11, ს.ფ.401-403).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია კერძო საჩივრის ავტორის 3.6-3.11, 3.13-2.14 ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიები. ამ კონტექსტში კი მნიშვნელოვანია გასაჩივრებული განჩინების (05.09.2016წ.) მსჯელობისა და დასკვნების გაანალიზება.

19. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, აჭარის არ-ის მთავრობის 05.10.2004 წ. # 58 დადგენილებით არ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი გარდაიქმნა არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად.

20. არ-ის მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილების საფუძველზე კი, 2014 წლის 1 იანვრიდან მოხდა არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაცია, ხოლო დაწესებულების ლიკვიდაციის შემდეგ კი, დეპარტამენტის ქონება გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

21. აჭარის არ-ის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს“. ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, არ-ის მთავრობის თავმჯდომარე არ-ის მთავრობის ხელმძღვანელია.

22. წინამდებარე განჩინების 19-21 პუქტებში მითითებული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხება, სუბიექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.

23. სააღსრულებო წარმოებათა კანონის 24-ე მუხლის დანაწესის (იხ. 3.11 ქვეპუნქტი) შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია არ-ის მთავრობის მოთხოვნა და დააკმაყოფილა, იმავდროულად, გასაჩივრებული განჩინების 2.13 ქვეპუნქტში იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზეც (იხ. ამ განჩინების 3.16 ქვეპუნქტი).

24. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების კვლევისას, საყურადღებოა, რომ არ-ის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით, არ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი, მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე, რეორგანიზებული იქნა არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე (იხ. ტ.12, ს.ფ. 11-12). ასევე, საგულისხმოა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ დავაზე, რაზედაც კონკრეტულ პრეტენზიებს აცხადებს კერძო საჩივრის ავტორი (იხ. ამ განჩინების 3.8-3.9 ქვეპუნქტები). მითითებულ გარემოებებეზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ 2006 წლის 18 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებული: აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტი, რომლის სასარგებლოდაც მოვალეს (კერძო საჩივრის ავტორს) დაეკისრა, როგორც პირადად, ისე, სხვა პირებთნ ერთად, სოლიდარულად, კონკრეტული თანხების გადახდა, არ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 28.11.2014წ. გადაწყვეტილებით (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2015წ. განჩინებით - იხ. ტ.12, ს.ფ. 31-44), დადგენილი აჭარის არ საქვეუწყებო დაწესებულების-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ლიკვიდირებული დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლე არ არის არც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ამ საკითხის თაობაზე, სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეზე, მიუთითა: დასახელებული სსიპ შეიქმნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 12 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. ამავე კანონის 351 მუხლით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, „შესაბამისად, ცალსახაა, რომ იგი ვერ განიხილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფლებამონაცვლედ მხოლოდ იმის გამო, რომ აჭარის არ მთავრობის გადაწყვეტილებით, სარგებლობს მის კუთვნილებაში რიცხული ქონებით და, ასევე, ფუნქციურად ეწევა იმ საქმიანობას, რასაც ლიკვიდირებული დაწესებულება ეწეოდა... სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ჯერ კიდევ აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაციამდე შეიქმნა, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მისი ლიკვიდირებული დაწესებულების სამართალმემკვიდრედ განხილვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც, აჭარის არ მთავრობას მსგავსი სახის გადაწყვეტილება მისივე საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ გამოცემულ სამართლებრივ აქტში არ გაუთვალისწინებია“ (იხ. ტ.12, ს.ფ.45).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 სექტემბრის გაჩინებით (იხ. სუსგ ბს-# 456-449 (2კ-15)) სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2015წ. განჩინება უცვლელად დარჩა (იხ. ტ.12, ს.ფ. 46-48). საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება (იხ. 24-ე პუნქტი).

26. წინამდებარე განჩინების 24-25 პუნქტებში ასახული მსჯელობის მიზანია, სააპელაციო სასამართლოს 05.09.2016 წ. გასაჩივრებული გაჩინების დასკვნებისა და მის საფუძველზე მოვალის (კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მართლზომიერების დადგენა.

27. სააღსრულებო წარმოებათა კანონის 23.3. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, სხვა სავალდებულო მონაცემებთან ერთად, სპეციალური კანონით დადგენილია კრედიტორისა და მოვალის დასახელებების და რეკვიზიტების მითითება, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ამავე კანონის 24-ე მუხლი ადგენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას კრედიტორის ან მოვალის უფლებამონაცვლის, შესაბამისად, სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (იხ. დასახელებული ნორმის დეფინიცია ამ განჩინების 3.11. ქვეპუნქტში). განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავოა, სწორედ კრედიტორის უფლებამონაცვლეობის საკითხი, მნიშვნელოვანია როდის წარმოიშვა და რა სამართლებრივი წინაპირობის საფუძველზე საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი (იხ. ამ განჩინების 12-22 პუნქტები).

28. ზემოხსენებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე, უდავოა, რომ 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტი. საქმის მასალების მიხედვით, აჭარის არ-ის მთავრობის 05.10.2004 წ. # 58 დადგენილებით (ამ პუნქტში დასახელებული სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე თითქმის ორი წლით ადრე) არ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი გარდაიქმნა არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად.

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 28-ე პუნქტში მითითებული გარემოებების მიხედვით, არ დგინდება რომ # 58 დადგენილებით შექმნილი არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებული აჭარის არ ტელერადიო დეპარტამენტი. აღნიშნული დასკვნის საფუძველს, საკასაციო სასამართლოს აძლევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი ადმინისტრაციულ საქმეზე, რომ არ-ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ლიკვიდაცია მოხდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დასახელებული საქვეუწყებო დაწესებულების უფლებამონაცვლედ, 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებული, აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტის ცნობის დამადასტურებელი აქტი, რაც სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი გახდებოდა.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 28.11.2014წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს არ აქვთ გაუქარწყლებადი პრეზუმფციის მნიშვნელობა, რადგან ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ადმინისტრაციულ საქმეზე, ვერ იქნება უდავო ძალის მტკიცებულებად გამოყენებული სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამოქალაქო დავაზე, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორის საპროცესო უფლებამონაცვლედ აჭარის არ-ის მთავრობის (ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული განმცხადებლის) მიჩნევის საფუძვლიანობას. გასათვალისწინებელია საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 28.11.2011წ. გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები (იხ. 24-25 პუნქტები) და, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, დამატებით კვლევას და დასაბუთებას საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული (05.09.2016წ.) განჩინება, რომელიც ეფუძნება 19-22 პუნქტებში ასახულ მოტივაციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე პუნქტში ასახული მსჯელობა და დასკვნა, რომელიც არ-ის კონსტიტუციის ნორმას ეფუძნება. ამასთან, გასათვალისწინებელია, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული მსჯელობა და დასკვნები (იხ. 24-25 პუნქტები).

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორი - აჭარის არ-ის ტელერადიო დეპარტამენტი ვერ იქნა მოძიებული, რაც საფუძვლად დაედო აჭარის არ-ის მთავრობისადმი აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 ივლისის 02/06-03-03709-007/003 წერილობით შეტყობინებას იმ დასაბუთებით, რომ 18.10.2006წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დასახელებული კრედიტორი ლიკვიდირებული იყო, შესაბამისად, უნდა დადგენიყო კრედიტორი ორგანიზაციის უფლებამონაცვლე, რის გამოც, მთავრობას ეთხოვა, უმოკლეს ვადაში წერილობით ეცნობებინა სააღსრულებო ბიუროსათვის, რომელი ორგანიზაცია წარმოადგენდა კრედიტორის უფლებამონაცვლეს. იმავე წერილში მითითებულია, რომ სააღსრულებო წარმოებათა კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო აჩერებს აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი უფლებამოსილების დადგენამდე და ამავე მუხლის 17.1 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, წერილის ადრესატს ეთხოვა, 1 (ერთი) თვის ვადაში წარედგინა კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.12, ს.ფ.51). სააღსრულებო ბიუროს აღნიშნული შეტყობინება დაედო საფუძვლად, არ-ის მთავრობის განცხადებით მიმართვას სასამართლოსადმი (იხ. პირველი პუნქტი).

32. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის წინაპირობა შესაძლოა იყოს კრედიტორი ორგანიზაციის ლიკვიდაცია, თუმცა, როდის მოხდა ეს და როდიდან წარმოიშვა საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, საჭიროა დამატებით გამოკვლევა.

33. საკასაციო სასამართლო, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის 3.15-3.16 ქვეპუნქტებში ასახულ პრეტენზიებზე, რომელიც ხანდაზმულობის საკითხს ეხება. ამ კონტექსტში, საყურადღებოა 18.10.2006წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სამართლებრივი საკითხი. იმხანად მოქმედი სააღსრულებო წარმოებათა კანონის მე-20 მუხლი ადგენდა: “ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ßÀÒÌÏÄÁÀ ÀÒ ÃÀÉÛÅÄÁÀ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝËÉÓ ÂÀÒÄÛÄ, ÂÀÒÃÀ ÀÃÀÌÉÀÍÉÓ Ö×ËÄÁÀÈÀ ÄÅÒÏÐÉÓ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÄÁÈÀÍ ÃÀ ÖÝáÏÄËÈÀ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÃÀÍ ÂÀÞÄÅÄÁÀÓÈÀÍ ÃÀÊÀÅÛÉÒÄÁÖËÉ ÓÀØÌÄÄÁÉÓÀ. (23.06.2006 N 3384). 2. ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝÄËÉ ÂÀÉÝÄÌÀ ÉÌ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÀÆÄ, ÒÏÌÄËÉÝ ÀÌ ÊÀÍÏÍÉÈ ÄØÅÄÌÃÄÁÀÒÄÁÀ ÀÙÓÒÖËÄÁÀÓ“. ხოლო იმავე რედაქციის მიხედვით, 25-ე მუხლით აღსრულების დაწყებას შემდეგნაირად ადგენდა: „1. ÀÙÓÒÖËÄÁÀ ÛÄÉÞËÄÁÀ ÃÀÉßÚÏÓ ÌáÏËÏà ÌÀÛÉÍ, ÈÖ ÐÉÒÄÁÉ, ÒÏÌÄËÈÀ ÓÀÓÀÒÂÄÁËÏà ÃÀ ÓÀßÉÍÀÀÙÌÃÄÂÏà ÖÍÃÀ ÌÏáÃÄÓ ÀÙÓÒÖËÄÁÀ, ÊÏÍÊÒÄÔÖËÀà ÀÒÉÀÍ ÃÀÓÀáÄËÄÁÖËÍÉ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝÄËÛÉ ÃÀ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝÄËÓ ÌÉÓÝÄÌÓ ÊÒÄÃÉÔÏÒÓ. ÈÖ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ ÂÀÃÀßÚÅÄÔÉËÄÁÉÓ ÀÙÓÒÖËÄÁÀ ÖÍÃÀ ÂÀÍáÏÒÝÉÄËÃÄÓ ÓÀáÄËÌßÉ×Ï ÀÍ/ÃÀ ÀÃÂÉËÏÁÒÉÅÉ ÁÉÖãÄÔÉÓ ÓÀÓÀÒÂÄÁËÏÃ, ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝÄËÓ ÌÏÅÀËÉÓ ÀÃÂÉËÓÀÌÚÏ×ÄËÉÓ ÌÉáÄÃÅÉÈ ÂÆÀÅÍÉÓ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ÁÉÖÒÏÛÉ. (5.12.2000). 2. ÀÙÓÒÖËÄÁÉÓ ÛÄÓÀáÄÁ ÖßÚÄÁÀÓ ÌÏÅÀËÄÓ, ÊÒÄÃÉÔÏÒÓÀ ÃÀ ÓáÅÀ ÌÏÍÀßÉËÄ ÐÉÒÄÁÓ ÀÁÀÒÄÁÓ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ ÀÙÌÀÓÒÖËÄÁÄËÉ. 3. ÖßÚÄÁÀ ÖÍÃÀ ÜÀÁÀÒÃÄÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÓÀÌÏØÀËÀØÏ ÓÀÐÒÏÝÄÓÏ ÊÏÃÄØÓÉÈ ÃÀÃÂÄÍÉËÉ ßÄÓÉÈ. 4. ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ×ÖÒÝÄËÉ ßÀÒÃÂÄÍÉËÉ ÖÍÃÀ ÉØÍÄÓ ÓÀÀÙÓÒÖËÄÁÏ ÁÉÖÒÏÛÉ ÌÏÅÀËÉÓ ÀÍ ÌÉÓÉ ØÏÍÄÁÉÓ ÀÃÂÉËÓÀÌÚÏ×ÄËÉÓ ÌÉáÄÃÅÉÈ (5.12.2000 N636)“ .

34. განსახილველ შემთხვევაში, 18.10.2006წ. სააღსრულებო ფურცელი გაიცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენის (რომელიც კანონიერ ძალაშია შესული იმავე წლის 27 სექტემბრიდან) აღსრულების მიზნით (იხ. ტ. 12, ს.ფ. 6-7). სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია აჭარის არ-ის

35. ტელერადიო დეპარტამენტი. ამ განჩინების 31-ე პუნქტში მითითებული გარემოების საფუძველზე, ცხადია, რომ 2006 წლის 18 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვერ მოხდა აღსრულება, რადგან კრედიტორად დასახელებული პირი ვერ იქნა მოძიებული.

36. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააღსრულებო კანონის, როგორც აღსრულების პროცედურის სპეციალური მოწესრიგების, 17.1 მუხლზე (იხ. 31-ე პუნქტი), ხოლო ამავე კანონის მე-7 თავით დადგენილია აღსრულების გადადების, შეწყვეტის, შეჩერების, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, აღსრულების შეწყვეტის ორ საფუძველზე, კერძოდ, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე „გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა“ და „ზ“ ქვეპუნქტზე „განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე“ გაამახვილებს ყურადღებას, რადგან კერძო საჩივრის ავტორის ერთ-ერთი პრეტენზია აღსასრულებელი გდაწყვეტილების ხანდაზმულობასაც ეხება (იხ. ამ განჩინების 3.15 და 3.16 ქვეპუნქტები). მოვალის პრეტენზია, რომელიც ეფუძნება 07.12.2010წ.-მდე არსებული რედაქციით: „ სპეციალური კანონის 34.1. „ე“ ქვეპუნქტს, დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, რადგან დასახელებულ თარიღამდე ნორმა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: აღსრულება შეწყდება, თუ „გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა“, ხოლო მოქმედი რედაქციით: „გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ასევე, გასათვალისწინებელია, 34-ე მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელსაც „კ“ ქვეპუნქტი აქვს დამატებული, რომლის მიხედვით, აღსრულება შეწყდება „თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა“(17.06.2011. N4827 ამოქმედდა 2011 წლის 1 ივლისიდან).

37. კერძო საჩივრის ავტორი, ხანდაზმულობის საკითხს აყენებს, რაც მის მიერ მითითებული ნორმის კონკრეტულ პერიოდში მოქმედი რედაქციის საფუძვლის გარდა, მართებული იურიდიული კვალიფიკაციისათვის ყოველმხრივ უნდა შემოწმდეს დამატებით. იმის გათვალისწინებით, რომ 2006 წლის 18 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის კანონით დადგენილია 10 წლიანი ვადა, ხოლო ამ ვადის განმავლობაში, 2016 წლის 12 ივლისს, სააღსრულებო ბიურომ შეუძლებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულება კრედიტორის უფლებამონაცვლის დადგენამდე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს სააღსრულებო წარმოებათა კანონის მოქმედი რედაქცია, ამასთან, 34-ე მუხლის ფარგლებში სასამართლოს მიერ დამატებითი გამოკლვევისას, მხედველობაშია მისაღები ამავე სპეციალური კანონის 17.7 მუხლის: „აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში“ დანაწესი და ის გარემობაც, რომ სააღსრულებო ბიუროს მიმართვის საფუძველზე, ერთი თვის ვადაში არ მომხდარა კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენა აღმასრულებლისათვის, სააღსრულებო კანონის 17.1 მუხლის შესაბამისად (იხ. ამ განჩინების 31-ე, 34-35-ე პუნქტები).

38. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, როდის წარმოიშვა და რა მატერიალურსამართლებრივი წინაპირობის საფუძველზე საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, რადგან განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლად მატერიალური ნორმის მოძიების გარეშე ვერ გადაწყდება საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, ამასთან, გამოსაკვლევია ხანდაზმულობის საკითხიც.

39. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩვრის მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს არ-ის მთავრობის განცხადების ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. დ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადების ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე