Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1793-შ-47-2017 2 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ც. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა. ა.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2013202294

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის N 201320294 გადაწყვეტილებით რ. ა. ა-.ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე) დაკმაყოფილდა და შეწყდა ც. ქ-ესთან (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან მოპასუხე) ქორწინება, ამასთან, მოპასუხეს აღუდგა ქორწინებამდელი გვარი - ქ-ე.

2. დასახელებული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ წყვილს შორის არ არის დავა არასრულწლოვანი შვილების უფლებებზე ან რაიმე ქონებრივ მოთხოვნებზე.

3. მოპასუხემ 2017 წლის 2 მაისს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თანდართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, აღსრულებულია აშშ-ის ტერიტორიაზე კანონის შესაბამისად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 10 მაისის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის N 201320294 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2013 წელს, შუამდგომლობის ავტორს აღუდგა ქორწინებამდელი გვარი - ქ-ე, მხარეებს არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ ქონებრივი ვალდებულებები.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის N 201320294 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ც. ქ-ე-ა-სა და რ. ა. ა-ს შორის ქორწინება და მოპასუხეს აღუდგა ქორწინებამდელი გვარი - ქ-ე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე