საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-249-237-2017 1 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ფ. ჰ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ას სარჩელი მოპასუხის ფ. ჰ-ის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ჰ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. ჰ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ფ. ჰ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად 2017 წლის 20 თებერვალს შემოვიდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2017 წლის 21 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ფ. ჰ-მა, თუმცა განცხადება სააპელაციო სასამართლოში იქნა წარდგენილი. 2017 წლის 24 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადმოგზავნა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება, რომლითაც ის ითხოვს თავისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებას სრულად ეთანხმება და შემდგომში მის გასაჩივრებას არ აპირებს.
s a m o t i v a c i o n a w i l i:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ჰ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების შესაბამისად უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით. ამავე კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით ფ. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. ჰ-მა, თუმცა მოგვიანებით მისი განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ. ჰ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ფ. ჰ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
s a r e z o l u c i o n a w i l i:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 831-ე, 275-ე, 372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჰ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი