Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-470-438-2017 31 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "I.." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "სადაზღვევო კომპანია ა-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინების ნაცვლად მიეთითა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა შპს "I-ს" დირექტორმა ე. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა ისრაელში, ი-მი, 96429, ა. ფ-ას 5 და ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 9 მაისს. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2017 წლის 8 მაისს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის შპს "I-ის" წარმომადგენელმა ქ. ა-ემ, წარმოადგინა მინდობილობა და მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა. ქ. ა-ე საქმის მასალებს გაეცნო 2017 წლის 8 მაისს.

2017 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ფ-ემ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "I-ის" კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინების ასლი 2017 წლის 9 მაისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს, რაც დასტურდება საფოსტო დასტურით. ამასთან, 2017 წლის 8 მაისს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გაეცნო საქმის მასალებს, შესაბამისად, გაეცნო ხარვეზის შესახებ განჩინებასაც. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 9 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 18 მაისს (ხუთშაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე ხარვეზი გამოსწორებულია 2017 წლის 22 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა 2017 წლის 10 მაისიდანაც (ისრაელში ადრესატისათვის განჩინების ჩაბარების მეორე დღიდან) რომ დაიწყოს, ხარვეზი მაინც ვადის დარღვევითაა გამოსწორებული, რადგან მე-10 დღე 2017 წლის 19 მაისია (პარასკევი).

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი კერძო საჩივარზე, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს "I-ის" უნდა დაუბრუნდეს თ. ფ-ის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "I-ის" კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს "I-ს" (ს/ნ 5..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე თ. ფ-ის (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2017 წლის 22 მაისი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი