Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1134-1090-2016 15 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ი. ბ-ი, ნ-ა, ზ. მ-ი, მ. მ-ი, ა. მ-ი, ზ. კ-ე, კ. ქ-ი, რ. ა-ე, ც. ა-ე, მ. კ-ი, ვ. ა-ი, ი. ს-ე, თ. შ-ი, ბ. ჭ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ხ. ა-ი, მ. თ-ე, ნ. დ-ე, ლ. მ-ი (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე - ბმა „ვ“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა, მშენებლობის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ი-ის, ნ-ას, ზ. მ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, ზ. კ-ის, კ. ქ-ის, რ. ა-ის, ც. ა-ის, მ. კ-ის, ვ. ა-ის, ი. ს-ის, თ. შ-ისა და ბ. ჭ-ის სარჩელი ხ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. დ-ის, ლ. მ-ისა და ბმა "ვ"-ის მიმართ, კრების ოქმების ბათილად ცნობისა და მშენებლობის აკრძალვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ა–მა, მ. თ-ემ, ნ. დ-ემ და ლ. მ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით კასატორებს საკასაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 1 800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნა (განაცხადი).

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 23 დეკემბერს.

2016 წლის 29 დეკემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა. მან დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განსაზღვრული ვადის 7 დღით გაგრძელება ითხოვა, რადგან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს თანხის მოგროვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, კასატორებს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 1 800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმის მასალებში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინების თაობაზე 2017 წლის 13 იანვარს ეცნობა კასატორების წარმომადგენელს, ი. კ-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი-ის, ნ-ას, ზ. მ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, ზ. კ-ის, კ. ქ-ის, რ. ა-ის, ც. ა-ის, მ. კ-ის, ვ. ა-ის, ი. ს-ის, თ. შ-ის, ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, მათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 1 800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით ირკვევა, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 13 იანვარს სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ეცნობა ი-ის, ნ-ას, ზ. მ-ის, მ. მ-ს, ა. მ-ს, ზ. კ-ის, კ. ქ-ის, რ. ა-ის, ც. ა-ის, მ. კ-ის, ვ. ა-ის, ი. ს-ის, თ. შ-ისა და ბ. ჭ-ის წარმომადგენელ ი. კ-ს.

დადგენილია, რომ კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორთათვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 20 იანვარს. (პარასკევი). ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ი-ის, ნ-ას, ზ. მ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, ზ. კ-ის, კ. ქ-ის, რ. ა-ის, ც. ა-ის, მ. კ-ის, ვ. ა-ის, ი. ს-ის, თ. შ-ის, ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი-ის, ნ-ას, ზ. მ-ის, მ. მ-ის, ა. მ-ის, ზ. კ-ის, კ. ქ-ის, რ. ა-ის, ც. ა-ის, მ. კ-ის, ვ. ა-ის, ი. ს-ის, თ. შ-ის, ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი